Category Archives: სხვადასხვა

ნელსონი

ინგლისის ფლოტის ადმირალი, ჰორაციო ნელსონი (ინგლ. Horatio Nelson), დაიბადა 1758 წლის 29 სექტემბერს ინგლისში, პატარა სოფელ ბურნემ თორპში (ნორფოლკში) ანგლიკანი პასტორის ედმუნდ ნელსონისა და კატრინ სუკლინგის ოჯახში. ის იყო  წყვილის 11 შვილიდან, რიგით მეექვსე შვილი. ნელსონს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ხოლო მასზე მეურვეობა ბიძამ იკისრა, რომელიც საძღვაო სამსახურში მუშაობდა. 10 წლის ასაკში ნელსონი ნორვიჩის საშუალო სკოლაში შეიყვანეს, ერთი წლის შემდეგ კი ჩრდილოეთ ველშამში სირ ჯონ პასტონის სახელობის სკოლაში.  იმდენად ძლიერი იყო მისი სიყვარული ზღვაოსნობისადმი, რომ უკვე 12 წლის ასაკიდან დაიწყო ფლოტში სამსახური.

იგი არაჩვეულებრივი გამბედაობითა და ნიჭით, შრომისუნარიანობითა და ალღოთი  იყო დაჯილდოვებული, ამიტომ სწრაფად დაწინაურდა. შემდგომში კი  გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით და საზღვაო ბრძოლების წარმართვის საოცარი უნარით.

ნელსონი ცნობილია იმ დაუზოგავი სიმამაცის გამო, რომელსაც იგი იჩენდა საფრანგეთის რესპუბლიკისა და ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში, მართლაც 1793 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის დაწყებული ხანგძლივი ომის დროს ნელსონის მიერ ჩატარებული საზღვაო ოპერაციები სამხედრო ხელოვნების კლასიკურ ნიმუშებადაა მიჩნეული. საფრანგეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში ნელსონმა ჯერ თვალი, შემდეგ კი  მარჯვენა ხელი დაკარგა, ხოლო ბოლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

გამარჯვება აბუკირთან

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფლოტებს შორის უმნიშვნელოვანესი საზღვაო  ბრძოლა მოხდა 1798 წლის 1-2 აგვისტოს აბუკირთან, ნილოსის დელტის სათავეში,
ხმელთაშუა ზღვის ეგვიპტის სანაპიროსთან. ფრანგების ფლოტს ადმირალი ფრანსუა დე ბუიე მეთაურობდა, ხოლო ინგლისის ფლოტს ნელსონი სარდლობდა.
ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობისას ადმირალი ბრიუეს ფლოტი ალექსანდრიასთან იდგა ღუზაზე. როდესაც ნელსონი ფრანგების ფლოტს მიუახლოვდა, ფრანგები უდარდელად იყვნენ და არ მოელოდნენ მათ. ბოლოს მათაც მოკრეს თვალი ინგლისელებს და განგაში დასცეს. ეკიპაჟის ნაწილი ალექსანდრიაში და როზეტაში იყო.ადმირალმა მათი სასწრაფოდ გემებზე დაბრუნება ბრძანა და ამისათვის ნავები გაგზავნა სანაპიროზე. ფრანგთა სახაზო გემებზე ავიდნენ სატრანსპორტო გემების მეზღვაურები რათა გაეძლიერებინათ ეკიპაჟი.
ადმირალმა საბრძოლოდ მომზადება ბრძანა და ესკადრა მტრის დასახვედრად მოემზადა.
ინგლისელთა ფლოტი საოცარი სისწრაფით მიიწევდა წინ. მათ ჰყავდათ თერთმეტი 74 ზარბაზნიანი ხომალდი, ერთი 50 ზარბაზნიანი და ერთი პატარა გემი. ამ ფლოტით ნელსონი ხაზოვან შეტევას არ განახორციელებდა. მისი ორი სახაზო გემი ალექსანდრიიდან დასავლეთით იდგა და ბრძოლაში მხოლოდ მოგვიანებით მივიდნენ.
ფრანგთა გემები ხაზზე განლაგდნენ: მარცხნიდან_”გერე”,”კონკერანი”,”სპარტიატი” და “აკვილონი”,ყველა 74 ზარბაზნიანი.”გერეს”უკან იდგა 36 ზარბაზნიანი ფრეგატი”სერეზი”.
შუაში იდგა 74 ზარბაზნიანი”პეპლსუვერენი”,”ფრანკლინი”(80 ზარბაზნიანი),”ორიონი”(120 ზარბაზნიანი,საფლაგმანო გემი),”ტონანნი”(80 ზარბაზნიანი),”არტემისი”(40 ზარბაზნიანი ფრეგატი),
მარჯვნივ_”ერე”(74 ზარბაზნიანი),”ტიმოლეონი”(74 ზარბაზნიანი),”ვილჰელმ ტელი”(80 ზარბაზნიანი) (რომელზეც ადმირალი ვილნევი იყო)”მერკური”(74 ზარბაზნიანი) და”ჟენერიე(74 ზარბაზნიანი).ჟენერიესთან იდგნენ ფრეგატები”დიანა”და”ჟუსტისი”(44 ზარბაზნიანები).

ინგლისელების ესკადრა ასე იყო დაწყობილი:  ”კალოდენი”(თავში);”გოლიათი”;”ზელე”,”ორიონი”,”ოდასე”,”თეზევსი”,”ვანგარდი”(საფლაგმანო გემი);”მინოტავრი”;”ბელეროფონი”;”დეფანსი”;”მაჟესტე”(ყველა ეს გემი 74 ზარბაზნიანი);”ალექსანდრე”;”სუიფტშური”(ეს ბოლო ორი გემი მოგვიანებით ჩაერთვნენ ბრძოლაში) და”ლეანდრე”(50 ზარბაზნიანი). მას მიჰყვებოდა”მიუტინი”(14 ზარბაზნიანი).
ფრანგებს ეგონათ რომ ბრძოლა მეორე დღეს დაიწყებოდა, რადგან მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კარგად ვერ ხედავდნენ. ეს ასე არ მოხდა და ბრძოლა ღამით მოხდა. სამხედრო განგაში ძალიან ცუდად შესრულდა.”ორიონზე”ჯერ არ იყო დასრულებული ყველა სამუშაოები.”გერიე”და”კონკერანი”ძალიან ცუდად იყვნენ განლაგებულნი. ადმირალი ბრიუე ადრე გავიდა ზღვაში და ყველა ეკიპაჟის წევრმა ვერ მოასწრო გემებზე ასვლა.
მოწინააღმდეგეების გემები ერთმანეთს ყუმბარის სასროლ მანძილზე მიუახლოვდნენ,
მაგრამ ორივე ფლოტის საკვირველად ფრანგმა ადმირალმა ცეცხლი არ გახსნა. ნელსონის ბრძანებით ინგლისელთა გემებმა აფრები აუშვეს და პირდაპირ მოწინააღმდეგეს მიაშურეს მათთან ერთი-ერთზე საბრძოლად. მოწინააღმდეგეების გემები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
“კალოდენს”უნდა შეეტია”გერიესათვის”მაგრამ მან ფლანგიდან მოუარა მას და სახიფათო მდგომარეობას ძლივს გაასწრო,რადგან ნაპირს ძალიან მიუახლოვდა იქ კი მძიმე არტილერია იყო განლაგებული. მან დაუშვა აფრები და მოერიდა ამას ამიტომ ბრძოლაში ჩართვა გაურთულდა და თითქმის უსარგებლო გახდა.”გოლიათის”კაპიტანი გაკვირვებული იყო იმით, რომ მოწინააღმდეგე გემები: ”გერიე”და”კონკერანი”მას ცეცხლს არ უხსნიდნენ. ბოლოს გამოირკვა თუ რატომ იქცეოდნენ ისინი ასე უცნაურად: თურმე ამ გემებთან მიახლოება ძნელი იყო რადგან ისინი კუნძულთან ძალიან ახლოს იდგნენ(თუ რატომ იყო სახიფათო ეს კარგად ჩანს “კალოდენის”მაგალითზე). ”ზელემ”გაიმეორა
“გოლიათის”მანევრი, მას”ორიონი”მიჰყვა, მაგრამ მას თავს დაესხა ფრანგული ფრეგატი”სერეზი”. ამ შეტევამ შეანელა მისი შეტევა, გემმა კურსი აიღო”ფრანკლინისა”და”პეპლ-სუვერენისკენ”.
ინგლისელთა საფლაგმანო გემმა”ვანგარდმა”შეუტია ფრანგულ ხომალდს”სპარტიატს”.
ასე მოიქცნენ:”დეფანსი”,”ბელეროფონი”,”მაჟესტე”და”მინოტავრი”.ფრანგული ფლოტი მათი შეტევის ქვეშ მოექცა. მარჯვენა ფლანგის ფრანგული გემები ამ შეტაკებაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ფრანგები გააფთრებით იბრძოდნენ, მათ საკმაო დანაკლისი მიაყენეს ინგლისელებს. ნელსონის გემები ძალიან დაზიანდნენ და ზოგიერთმა მართვა დაკარგა. ამ დროს რომ კონტრ-ადმირალ ვილნევს მარჯვნიდან შეეტია თავისი 5 სახაზო გემით და 2 ფრეგატით, გამარჯვება ფრანგებს დარჩებოდათ ,მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ინგლისური ხომალდი”კალოდენი”დრეიფზე გადავიდა.”ლეანდრე”მის დახმარებას ცდილობდა. ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდნენ”ალექსანდრე”და”სუიფშტური”,მაგრამ ისინი ჯერ შორს იყვნენ ბრძოლის ადგილიდან. როდესაც”ლეანდრე”მიხვდა თუ რა საშიშროებაში იყო ჩავარდნილი ინგლისის ფლოტი,მიატოვა”კალოდენი”და ბრძოლაში ჩაერთო. ბოლოს და ბოლოს მოვიდნენ
“ალექსანდრე”და”სუიფშტური”, რომელთაც შეუტიეს”ფრანკლინს”და”ორიონს”. ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი და ორივე მხარეს მოგების თანაბარი შანსები ჰქონდა.
ფრანგების მხრიდან “გერიე”და”კონკერანი”აღარ ისროდნენ, მაგრამ ესენი ხომ ფლოტის ყველაზე ცუდი ხომალდები იყვნენ. ინგლისელთა მხრიდან ძალიან დაზარალებულნი იყვნენ და აღარ ისროდნენ”ბელეროფონი”და”კალოდენი”. ინგლისელებს დიდ წინააღმდეგობას უწევდათ”ორიონი”,”ფრანკლინი”და”ტონანნი”. ბრძოლა ღამით გრძლდებოდა და ყველა ფიქრობდა რომ კონტრ-ადმირალი ვილნევი ბოლოს და ბოლოს თავისი უვნებელი ფლოტით
შეუტევდა ნელსონის ესკადრას. ამ დროს”ორიონს”ცეცხლი მოეკიდა”, მალე ის აფეთქდა. ამ აფეთქებას ისეთი მაღალი და საზარელი ხმა ჰქონდა რომ ორივე ფლოტმა ნახევარი საათით
შეწყვიტა ბრძოლა. მეზღვაურები გაოგნებით შეჰყურებდნენ იმ ადგილს, სადაც ორიონი აფეთქდა. ფრანგებმა გააგრძელეს მტრისათვის ყუმბარების დაშენა. ”სპარტიატმა”,”აკვილონმა”, “პეპლ-სუვერენმა”,”ფრანკლინმა”და”ტონანნმა”ბოლომდე დაიცვეს საფრანგეთის დროშის ღირსება, მოწინააღმდეგეებს შორის ყუმბარების დაშენა უფრო გამწვავდა. შემდეგ დილის 3 საათისთვის ზარბაზნების გრუხუნი მინავლდა და მტრები ერთმანეთს უფრო კანტიკუნტად ესროდნენ. 5 საათისათვის ცეცხლი ისევ გამძაფრდა. ადმირალმა ვილნევმა მაშინ შეიტყო რომ ბრძოლა უკვე 18 საათია დაწყებული იყო. მისი გემები 80 ზარბაზნიანი”ვილჰელმ ტელი”,”ჟენერე” და ორი ფრეგატი”დიანა”და”ჟუტისი”მტრისკენ დაიძრნენ. დანარჩენმა გემებმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს და სანაპიროზე გავიდნენ. ინგლისელებმა გაიმარჯვეს. მათ ამ ბრძოლაში 800-მდე მეზღვაური დაკარგეს. მათ ხელთ იგდეს 7 ფრანგული სახაზო გემი და ერთი ფრეგატი. ერთი სახაზო გემი და ერთი ფრეგატი სანაპიროსთან, წყალმარჩხ ადგილას მეჩეჩებში მოექცნენ და ისინი თვითონ ეკიპაჟმა გადაწვა.
ერთი სახაზო გემი განადგურდა. ორმა სახაზო გემმა და და ორმა ფრეგატმა თავს უშველეს.
დახოცილებისა და ტყვეების რაოდენობა თითქმის 3000-ს აღწევდა. 3500 ადამიანმა ალექსანდრიას შეაფარა თავი.
ბრძოლის შემდეგ ნელსონმა დატოვა ეგვიპტის წყლები და ფლოტი ნეაპოლისაკენ წაიყვანა.

ამ ბრძოლის შედეგი იყო ის რომ ფრანგული ფლოტი, რომელმაც ნაპოლეონის ჯარი ეგვიპტეში გადასხა, განადგურდა.ფლოტის განადგურება ნაპოლეონის უკან დასაბრუნებელი გზის გაწყვეტას ნიშნავდა. ფრანგთა ჯარი ფლოტის გარეშე დარჩა. ნაპოლეონმა საფრანგეთში დაბრუნება ეგვიპტის ლაშქრობის შემდეგ, პატარა სათევზაო გემებით მოახერხა. მან ჯარი გენერალ კლებერს ჩააბარა ეგვიპტე და ჯარი და თვითონ რამდენიმე გენერალთან და მცირე ამალასთან ერთად ინკოგნიტოდ დაბრუნდა საფრანგეთში. (http://samxedro-istoria.blogspot.com/2010/12/blog-post_25.)


დანიის ნაპირებთან გამართული საზღვაო ბრძოლის დროს  ნელსონს ოფიცრებმა შეატყობინეს, რომ მისი გაბედულებით შეცბუნებული ინგლისის გაერთიანებული ესკადრის ხელმძღვანელობა საზღვაო ნიშნებით (დროშის ფიალით) უბრძანებს შეწყვიტოს ბრძოლა და გემები ღია ზღვაში გაიყვანოს. წარმატებაში დარწმუნებულმა ნელსონმა ჭოგრი ამოგდებული თვალის ბუდესთან მიიტანა, მეორე თვალი მოხუჭა და განაცხადა – ვერ ვხედავ, თუ მანიშნებენ რამესო. მან ბრძოლა განაგრძო, საომარი ოპერაცია ინგლისელთა ბრწყინვალე გამარჯვენით დამთავრდა.

ნელსონის სიმამაცემ ბრიტანელებს ტრაფალგარის ბრძოლაშიც მოუტანა გამარჯვება, თუმცა ეს ნელსონისთვის ბოლო ბრძოლა იყო. ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) – საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე. კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო. 12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა.   1805 წელს ტრაფალგარის კონცხთან   ფრანგულ–ესპანური ფლოტის განადგურებით,  ნელსონმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაპოლეონის განზრახვას, გადაელახა ლა-მანშის სრუტე   და დესანტი გადაესხა ბრიტანეთში.  ბრძოლაში ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ნელსონზე  გლოვის ნიშნად ინგლისელმა მეზღვაურებმა ქუდებზე შავი ზონარები დაიმაგრეს. ამის შემდეგ ეს ორი ზონარი სამუდამოდ იქცა მეზღვაურთა ქუდების აუცილებელ ატრიბუტად. გემი “ვიქტორი”, რომელზეც იმყოფებოდა ნელსონი ტრაფალგართან ბრძოლის დროს, ინახება ინგლისში, როგორც ეროვნული რელიკვია. ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე აღმართულ მაღალ სვეტზე დადგმულია ნელსონის ძეგლი, რომელიც ზღვას გაჰყურებს. (http://samxedro-istoria.blogspot.com/2010/02/blog-post_5737.html)

Advertisements