Category Archives: პოლიტიკა

“Peace is more than the end of violence. Peace is more than just a cease-fire,”

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფასი

  სტატია იხილეთ გაზეთ რეზონანსში: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=7858

29-30 სექტემბერს ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის რიგით მეორე სამიტზე პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მისამართით მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები იქნა გაჟღერებული. ევროკავშირის ინსტიტუტების მმართველმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებთან უფრო ღრმა და შედეგისმომცემ პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. ქართული მხარე განსაკუთრებული ინტერესით ელოდა გადაწყვეტილებას ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო რეჟითან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. ევროკავშირის პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპეის, ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერჟი ბუზეკის და საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ევროკომისარ კეტრინ ეშტონის განცხადებით, საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლებელია წლის ბოლოსთვის დაიწყოს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ფორმატი გულისხმობს არა უბრალოდ ტარიფების ლიბერალიზაციას, ანუ განულებას, არამედ იგი ითვალისწინებს აგრეთვე არასატარიფო ბარიერების შემცირებას და ძირეული რეფორმების გატარებას ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში. იგულისხმება სანიტარულ და ფიტოსანიტარულ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები,  ტექნიკური რეგულირება, კონკურენციის პოლიტიკა და სხვა. ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძვლები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა რეგულირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის  შეთანმხებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან. თანამშრომლობას ეკონომიკურ საკითხებში მოიცავს აგრეთვე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი სამოქმედო გეგმაც. საქართველოს აქვს მინიჭებული  GSP +  ით, ანუ პრეფერენციათა ზოგადი რეჟმით+  სარგებლობის უფლება, რაც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით გასვლის უფლებას ანიჭებს. დღეისათვის  დაახლოებით 7 200 დასახელების პროდუქციას აქვს ამგვარი შეღავათებით  ევროკავშირის ბაზარზე სარგებლობის უფლება.    პრიორიტეტებული საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შექმნას ძალზე მნიშვნელოვანი  ,,ღრმა და ყოფლისმომცველი“ ვაჭრობის სივრცე (DCFTA)   საქართველოსთან  მას შემდეგ, რაც ამისთვის აუციელებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული. ევროკომისიამ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრიორიტეტულად 4 ძირითადი სფერო გამოყო, ეს სფეროებია: ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, სურსათის უვნებლობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა და კონკურენცია.  საქართველომ ამ 4 სფეროში ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით განახორციელა რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა. 1.         ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები: ამ სფეროში ძირითადი რეკომენდაციები იყო სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში სამთავრობო პროგრამის მომზადება, რომლის შემუშავება და დამტკიცება უკვე მოახდინა საქართველის მთავრობამ. ასევე შემუშავებულია, ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი ყოვლისმომცველი სტრატეგია. 2.         სურსათის უვნებლობა:  საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა სურსათის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია, კომისიის რეკომენდაცია იყო მომხდარიყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შეჩერებული მუხლების ამოქმედების დაწყება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და 2010 წლის 1 ივლისიდან დაიწყო საექსპორტო პროდუქციის კონტროლი. 3.         ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა:  ევროკომისიის რეკომენდაცია იყო  საქართველოს ბაზრის კვლევის დაწყება, რომელიც 2010 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ასევე, ევროკომისიის  რეკომენდაციების თანახმად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და მიიღო კანონი “დიზაინის შესახებ”, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკომისიის რეგულაციებთან. 4.         კონკურენცია:  ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად უნდა მოხდა თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებელ ორგანოდ გარდაქმნა.Eვროკომისიის რეკომენდაციის თანახმად  უნდა მოხდეს კონკურენციის შესახებ ახალი კანონის შემუშავება, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.   სავარაუდო  ეკონომიკური  სარგებელი,  რომელის  მოტანაც  DCFTA-რეჟიმს შეუძლია ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ  ვაჭრობას  მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, განსხვავებით უბრალო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისაგან. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ცნობილი კვლევითი ჯგუფის  CASE  ს კვლევამ,  Global Insight თან ერთად აჩვენა, რომ DSFTA ს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით იმ დარგებში, სადაც ქვეყანას უკვე აქვს გამოვლენილი ფარდობითი უპირატესობები. მაგალითისთვის:  ხელშეკრულების დადებიდან 5 წლის განმავლობაში შესაძლებელია საფეიქრო პროდუქციის გამოშვება  დაახლოებით 55 % ით გაიზარდოს.  DCFTA მ დადებითად შეიძლება იმოქმედოს სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების გამოშვებაზე, რამაც 5 წლის შემდეგ შეიძლება 21 % ით მოიმატოს.  19 % ზრდა შეიძლება ჰქონდეს ქიმიური, რეზინის და პლასტმასის პროდუქციის წარმოებასაც. ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის რეჟიმის პოზიტიური გავლენა აისახება მეტალურგიაზეც, რომლის წარმოება შესაძლებელია  30 %  ით გაიზარდოს. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ  DCFTA ს ამოქმედებამ შესაძლებელია საქართველოში ხელფასების დონე გაზარდოს, თუმცა ეს აისახება უფრო მეტად არაკვალიფიციური მუშების ხელფასზე, ვიდრე კვალლიფიციური მუშა-ხელის ანაზღაურებაზე.  ყოველივე ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ზრდის მეტი პერსპექტივა შესაძლებელია იმ დარგებს ქონდეთ, რომლებიც შრომის მაღალი ინტენსივობით ხასიათდებიან. (მეტალურგია, საფეიქრო წარმოება და ა.შ) ამასთანავე, ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო რეჟიმმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი დადებითი იმპულსები შეჰმატოს საექსპორტო პროდუქციის ზრდას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მთლიანი ქართული ექსპორტის ზრდის ტემპმა შესაძლებელია 13 % ზრდას მიაღწიოს. შესაძლებელია მნიშვნელოვნად მოიმატოს ლითონის ნაწარმის ექსპორტმა, ასევე საკვები პროდუქტებისა და სასმელის ექსპორტმა. (განსაკუთრებით ნატურალური ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების) საფეიქრო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა 158 % შეადგინოს.  ზრდის  პერსპექტივა აქვს ასევე ავეჯის, საიუველირო ნაკეთობების, სათამაშოების, სპორტული ინვენტარის ექსპორტს.   სირთულეები, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ურთიერთობების დაწყება პრიორიტეტული საკითხია, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს მყიფე ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება, რაც ცხოვრების გაძვირებაზე აისახება. ყველაზე უფრო რთულად მოსაწესრიგებელი სავარაუდოდ სურსათის უვნებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროები იქნება. დღეისათვის მოლაპარაკებების დაწყებამდე კონკრეტულ დეტალებზე საუბარი საკმაოდ რთულია, თუმცა ევროკავშირი ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად უკვე აღნიშნულ 4 პრიორიტეტულ სფეროში მნიშვნელოვანი სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვას მოითხოვს. მაგალითისთვის: სურსათის უვნებლობის რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნა, ეკონომიკის ექსპერტების აზრით, კიდევ უფრო გაზრდის  ისედაც მაღალ ინფლაციას. „ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერის განცხადებით, იმ მოთხოვნების დროის მოკლე მონაკვეთში შესრულება, რომელსაც ევროკავშირი DCFTA ს ფარგლებში ითხოვს, დიდ ზიანს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. გია ჯანდიერს მაგალითად მოჰყავს საკვების უვნებლობის შესახებ რეგულაციების გამკაცრების საკითხი და აღნიშნავს რომ: „როდესაც თბილისში იყიდება, ვთქვათ, მაწონი ან ხორცი, ამას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ისტორია, თუ სად ცხოვრობდა ეს ძროხა, სად დაიკლა, ვინ ჩამოიტანა და რამდენი დღის არის; ისიც, თუ სად დაიბადა, რას ჭამდა, სხვა ძროხებთან როგორი ურთიერთობები ჰქონდა… ეს შეიძლება ერთი შეხედვით სასაცილოა, მაგრამ სწორედ ამაზე არის საუბარი. ამისთვის უნდა გაკონტროლდეს დაახლოებით 600 ათასი ოჯახი, რომელიც სოფლად ცხოვრობს. თითეულს ჰყავს ხან ორი ძროხა, ხან ხუთი ღორი, სამი ქათამი და ასე შემდეგ. საუბარია იმაზე, რომ ყველა ეს ცხოველი უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ როგორ, ამაზე წარმოდგენა ჯერ არავის აქვს.“  გია ჯანდიერის განცხადებით, „ამგვარი მკაცრი კონტროლი საქართველოს დაახლოებით 700 მილიონი ლარი დაუჯდება. ამდენივე თანხა იქნება საჭირო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად, რადგან ის იაფი პროდუქცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო აიკრძალება და  დახლებიდან გაქრება.“ ფაქტია, გარკვეული რისკების მიუხედავად, ხელისუფლებისთვის ევროკავშირთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის დაწყება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2011 წლის 11 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას  პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია,  2015 წლისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს ევროკავშირთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული პროდუქციისთვის უფრო მისაწვდომი გახდება ევროკავშირის ბაზარი. ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია წლის ბოლოსთვის დაიწყოს მოლაპარაკებები DCFTA ს თაობაზე, ხოლო შემდეგი წლისთვის უკვე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით იგეგმება ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება.  ნანა ბერუაშვილი /2011

Advertisements

ევროკავშირის უსაფრთხოების განზომილება და საქართველო

ევროკავშირის,   როგორც  პოლიტიკური  აქტორის  ისტორია  არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ “ხისტი ძალა” არ არის ერთადერთი შესაფერისი ფორმა კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად. ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ მისი შექმნის სათავეებშივე იყო მოაზრებული სამხედრო-პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბება, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ყოველგვარმა მცდელობებმა 90 იან წლებამდე წარუმატებლად ჩაიარა.

დღეისათვის, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ღიად გამოთქვამს სურვილს ევროპული ინტეგრაციისკენ აიღოს გეზი, განსაკუთრებით თვალშისაცემია საზოგადოების ნაწილის მხრიდან ევროკავშირის მისამართით არასწორი მოლოდინების ქონა. ყოველივე ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის განმავლობაში და შემდგომ პერიოდში იყო, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დახმარებას და რუსეთის შეჩერებას ხისტი ძალით, ან გნებავთ, სამხედრო ინტერვენციის გზით შეეცდებოდა. სინამდვილეში ევროკავშირის პოლიტიკური განზომილება დღიდან მისი აღმოცენებისა, ყოველთვის ეკონომიკური ინტეგრაციის პარალელურად და არა მასთან ერთად ვითარდებოდა. ამიტომაა რომ დღემდე ევროკავშირი უპირველეს ყოვლისა, მძლავრ ეკონომიკურ გაერთიანებად მიაჩნიათ და შემდეგ პოლიტიკურ/სამხედრო მოთამაშედ.

ევროპული უსაფრთხოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო უთანხმოებებისა და სირთულეების მიზეზი. ამ სფეროში ეროვნული სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის დათმობა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დღემდე ვერ მოხერხდა. ევროპული სუპრანაციონალიზმი, წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციისგან განსხვავებით, სწორედ ამ სფეროშია ყველაზე სუსტი. ამიტომ თვალშისაცემია ინტერგავემენტალიზმის (სახელმწიფოთაშორისი ფორმატი) და ზესახელმწიფოებრიობის მუდმივი დიქოტომია. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის პოლიტიკა ხშირად ევროკავშირის ყველაზე სუსტ რგოლად მიაჩნიათ და ამ მხრივ ევროსკეპტიკოსები ხელშესახებ პერსპექტივებს არ სახავენ მომავალში.

ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის არეალი მკაფიოდ შემოსაზღვრული არ არის და იგი მხოლოდ სამეზობლოს არ მოიცავს. იგი ვრცელდება ფართო ტერიტორიაზე, მრავალმხრივი პროფილით. “ქაბულიდან-პრიშტინამდე და რამალადან-კინშასამდე ევროკავშირის წარმომადგენლები იცავენ საზღვრებს, თვალყურს ადევნებენ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას, წვრთნიან სამართალდამცველებს, ქმნიან სისხლის სამართლის სამართალწარმოების სისტემებს, იცავენ გემებს მეკობრეებისგან.“

მიუხედავად ამისა, რომ ევროკავშირს 2003 წლის შემდეგ გააჩნია სამხედრო ინფრასტრუქტურა და ჰყავს სამხედრო პერსონალი, სწრაფი რეაგირების ძალების ჩათვლით, ორგანიზაციას სამხედრო გაერთიანებად მაინც ვერ მოვიაზრებთ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან განსხვავებით ევროკავშირი თითქმის არასდროს იყენებს ხისტ ძალას კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად და მისი მისიები საპოლიციო, სადამკვირვებლო, სამშვიდობო, სარეაბილიტაციო ხასიათით შემოიფარგლება. რეალურად ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ფუნქციებში სწორედ პეტერსბერგის ამოცანების შესრულება შედის. (რომელიც სწორედ ამგვარ მისიებს მოიცავს)E

საქართველოში ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ინსტრუმენტი მოქმედებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

15 სექტემბერს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამოქალაქო, შეუიარაღებელი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს, (EUMM) ევროკავშირის შუამავლობით დადებული 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების პროცესზე დასაკვირვებლად და კონფლიქტის შემდგომ საქართველოში სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის ხელშესაწყობად. სადამკვირვებლო მისიას 2011 წლის აპრილამდე გერმანელი დიპლომატი ჰანს იორგ ჰაბერი ხელმძღვანელობდა, ხოლო დღესდღეობით იგი პოლონელმა ანდჟეი კიშკევიჩმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა პირველი სადამკვირვებლო მისია იუგოსლავიაში განახორციელა, 1991 წელს, (სახელწოდებით- ევროპული გაერთიანების სადამკვირვებლო მისია, EჩMM) მაშინ როდესაც ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკა პირველ ნაბიჯებს დგამდა.

საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები ხაზს უსვამენ იმ პოზიტიურ გარემოებას, რომ ეს იყო ორგანიზაციის ისტორიაში, მისიის ყველაზე სწრაფად გაგზავნა დანიშნულების ადგილამდე. თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დღემდე ექმნება სერიოზული პრობლემები საკუთარი მანდატით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. Mმიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის შეუიარაღებელი მისია აღმასრულებელი უფლებების გარეშე, მის ყოფნას საქართველოში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, იმ გარემოების გათვალისწინებით, როდესაც რუსეთის ძალისხმევით საქართველოში მანდატი საბოლოოდ შეუწყდათ გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლობებს. საქართველოსთვის, რომელიც გამუდმებით იმყოფება რუსეთისაგან მომავალი ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მისიის არსებობას, თუნდაც მისი ტერიტორიის ნაწილზე.

ევროპელი ლიდერები ლისაბონის სტრატეგიაზე ამყარებენ იმედს. იგი 2009 წელს შევიდა ძალაში და უნდა იყოს ყველა იმ სირთულისა და გამოწვევის მოგვარების საფუძველი, რომელიც დღეს დგას ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის წინაშე. (და არა მარტო ამ სფეროში) რა თქმა უნდა სამომავლოდ ხელშეკრულების ეფექტურად ფუნქციონირება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რაც პირველ რიგში სასიკეთოდ აისახება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივით გათვალისწინებული უსაფრთხოების ფორმატით თანამშრომლობის გაღრმავებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მომავალს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ძალას არ ზოგავენ საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, რაც მისასალმებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში შემუშავებულ იქნას უფრო ქმედითი და ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც არა მხოლოდ მონიტორინგის მისიით შემოიფარგლება, არამედ საპოლიციო თანამშრომლობაზე გააკეთებს აქცენტს. თუმცა ალბათ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების ნელი და ხანგრძლივი პროცედურა, ასევე კიდევ ერთი საგარეო პოლიტიკური გამოწვევა, რომელიც წევრი ქვეყნების განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესებში, მექანიზმებში და შესაბამისად მოლოდინებში ვლინდება, ამ პერსპექტივას საკმაოდ შორეულს ხდის. დღეისათვის კი პოლიტიკური თანამშრომლობის პოზიტიური შედეგი ისაა, რომ
მისიის მანდატი, რომელიც თავდაპირველად 12 თვეზე იყო გათვლილი უკვე ორჯერ გაგრძელდა და ამჟამად 2011 წლის 14 სექტემბრამდეა ძალაში.

ნანა ბერუაშვილი 2011

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება(DCFTA)


საქართველო იმყოფება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მოსამზადებელ ეტაპზე. გაწეული დახმარება მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაწევას, ხარისხის მართვის გამართული  სისტემის შექმნას, რომელიც გააძლიერებს სასურსათო უსაფრხოების ხარისხს და დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას ინსტიტუციური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში.  საექსპორტო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების დაჩქარებაში.

    ევროკავშირსა და საქართველოს შორის რამოდენიმე შეთანმხებაა ხელმოწერილი. საქართველოს მიენიჭა, ასევე შეღავათიანი რეჟიმი, კონკრეტულად GSP +  ით ანუ პრეფერენციათა ზოგადი რეჟმით+  სარგებლობის უფლება, რაც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით გასვლის უფლებას ანიჭებს.

    ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა რეგულირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანმხებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან.

    შესაძლო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნა საქართველოს და ევროკავშირს შორის (DCFTA)

    ევროპის სამეზობლო პოლიტიკის  და მისი აღმოსავლეთის განზომილების ––
    აღმოსავლეთ პარტნიორობის – მიზნების შესაბამისად ევროკავშირი მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შექმნას ძალზე მნიშვნელოვანი  ,,ღრმა და ყოფლისმომცველი“ ვაჭრობის სივრცე საქართველოსთან  მას შემდეგ, რაც ამისთვის აუციელებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული.

    2008 წელს  ევროკავშირსა და საქართველოს (რომელიც 2000 წლიდან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრია) შორის შესაძლო თავისუფალი  ვაჭრობის შესახებ საგანგებოდ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას  მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, მაგრამ საქართველო ჯერ არ არის მზად ასეთი შორს გამიზნული სავაჭრო ლიბერალიზებისთვის. ამ კვლევის შემდეგ, ევროკავშირმა წამოიწყო მოსამზადებელი პროცესი, რომლის მიზანი იყო, დახმარებოდა საქართველოს მოლაპარაკების დასაწყებად აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებაში და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაში.

    ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ        შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა

    2009 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროკომისიის შეფასება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით. იგი ხაზს უსვამს ქმედებებს, რომელიც უნდა განახორციელოს საქართველოს  მთავრობამ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირმა გასცა.  ევროკავშირმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრიორიტეტულად ოთხი ძირითადი სფერო გამოყო, ეს სფეროებია: 1. ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები; 2. სურსათის უვნებლობა; 3.ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა; 4. კონკურენცია;

    სწორედ ამ ოთხ სფეროში საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით განახორციელა შემდეგი ქმედებები

    1.ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები: ამ სფეროში ძირითადი რეკომენდაციები იყო  სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში სამთავრობო პროგრამის მმზადება, რომლის შემუშავება და დამტკიცება უკვე მოახერხა საქართველოს მთავრობამ. ასევე შემუშავებულია ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი ყოვლისმომცველი სტრატეგია.

    2.სურსათის უვნებლობა: უნდა მომზადებულიყო სურსათის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. კომისიის რეკომენდაცია იყო მომხდარიყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შეჩერებული მუხლების ამოქმედების დაწყება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და 2010 წლის 1 ივლისიდან დაიწყო საექსპორტო პროდუქციის კონტროლი.

    3.ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა: ევროკომისიის რეკომენდაცია იყო საქართველოს ბაზრის კვლევის დაწყება, რომელიც 2010 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად საქართველოს  მთავრობამ შეიმუშავა და მიიღო კანონი ”დიზაინის შესახებ”, რომელიც  შესაბამისობაშია ევროკომისიის რეგულაციებთან.

    4.კონკურენცია: ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად უნდა მომხდარიყო თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებელ ორგანოდ გარდაქმნა. აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებულია. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად უნდა მოხდეს კონკურენციის შესახებ ახალი კანონის შემუშავება, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.

    აღსანიშნავია, რომ  DCFTA სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველო მზად არის, რადგან ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი რეკომენდაციები, ყველა სფეროში, საქართველოს მთავრობამ შეასრულა და იმპლემენტაცია უკვე დაიწყო.

    ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2011 წლიდან დაიწყება და სავარაუდოდ 2 წლის ვადაში დასრულდება.

    კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან

     

    საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. შეთანხმების 43- მუხლის თანახმად საქართველო უნდა ეცადოს ეტაპობრივად მიუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირისას. ამავე მუხლში ჩამოთვლილია ის სფეროები, რომლებიც უნდა მოიცვას საკანონმდებლო ჰარმონიზაციამ, ესაა კომპანიათა ინვესტიციები, საბაჟო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საბანკო სამართალი, კომპანიათა ანგარიშები და გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრება, მუშაკთა დაცვა სამუშაო ადგილებზე, ფინანსური მომსახურება, კონკურენციის წესები, სახელმწიფო შესყიდვები, ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არაპირდაპირი დაბეგვრა, ტექნიკური წესები და სტანდარტები, ბირთვული კანონმდებლობა და ტრანსპორტი. გარდა ამისა, შეთანხმების 44- მუხლი საგანგებოდ საუბრობს კანონმდებლობის დაახლოებაზე კონკურენციის სფეროში.

    შეთანხმების დადების შემდგომ საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. 1997 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება #828-I, რომლის თანახმადაც, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროპის კავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. კანონმდებლობის დაახლოებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით ევროკავშირმა ვალდებულება იკისრა ტექნიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში

    საქართვლოს მთავრობამ ამ კუთხით უფრო ქმედითი ნაბიჯები 2000 წლიდან გადადგა. შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა დაევალა. კომისიის მიერ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შემუშავებულ იქნა `საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სტრატეგია~, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს პრეზიოდენტის 2001 წლის 14 ივნისის #613 განკარგულებით. შემდგომ ეტაპს `საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის~ შემუშავება წარმოადგენდა. პროგრამაზე მუშაობა 2001-2003 წლებში მიმდინარეობდა. 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა და მთავრობის წევრებს დაევალათ ეროვნული პროგრამის განხორციელების ინდივიდუალური (სექტორული) სამოქმედო გეგმების შემუშავება.

    2004 წლის აგვისტოში პრაქტიკულად ყველა სამინისტრომ წარმოადგინა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების პროექტები. რის საფუძველზეც შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების 2004-2006 წლების ერთიანი სამოქმედო გეგმა.

    ეროვნული პროგრამის განხორციელება სხვადასხვა სექტორში განსხვავებული წარმატებით მიმდინარეობდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საბაჟო კანონმდებლობის სფეროში ჩატარებული რეფორმა. ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც 2006 წლის ივლისში იქნა მიღებული, ძირითადად შეესაბამება ევროგაერთიანების საბაჟო კოდექსს (რეგლამენტი 2913/92) და მეორად საბაჟო კანონმდებლობას (რეგლამენტი 2454/93).

    საკნონმდებლო დაახლოების კუთხით აღსანიშნავია აგრეთვე სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროს რეფორმა. 2005 წლის დეკემბრის კანონმა `სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ~ გაითვალისწინა სურსათის უვნებლობის ევროკავშირის რეგლამენტის 178/2002 ძირითადი პრინციპები, მიღებულ იქნა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, როგორც სურსათის უვნებლობის, ისე მცენარეთა დაცვისა სფეროში.

    ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი დონე იქნა მიღწეული საგადასახადო სფეროშიც. 2004 წლის საგადასახადო კოდექსით უცვლელი დარჩა 1997 წლის კოდექსის ის დებულებები რომლებიც ჰარმონიზებული იყო ევროკავშირის დღგსა და აქციზის შესახებ დირექტივებთან და მეტიც, გადაიდგა ახალი ნაბიჯები ჰარმონიზაციისაკენ, მათ შორის, აღმოიფხვრა დღგ დაბრუნებასა და ჩასათვლელ დღგსთან დაკავშირებული ნაკლოვანებები, გაუქმდა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები.

    ევროკავშირის სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მიზნით მთელი რიგი ცვლილებების შევიდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. 2005 წლის ივნისში ცვლილებები და დამტებები შევიდა `საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ~ კანონში. აღნიშნული ცვლილებებით კანონში აისახა ევროკავშირის რამოდენიმე დირექტივის (91/250/EEC, 92/100/EEC, 93/98/EEC, 2001/29/EC, 2001/84/EC, 93/83/EEC, 96/9/EC) მოთხოვნები. საბჭოს პირველი დირექტივის 89/104/EEC პრინციპებთან დაახლოვების მიზნით 2005 წლის დეკემბერში ცვლილებები და დამატებები იქნა შეტანილი საქართველოს კანონში `სასაქონლო ნიშნების შესახებ~. 2005 წლის დეკემბერის ცვლილებებით საქართველოს კანონში `ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ~ მიღწეულ იქნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის TRIPS–ის მოთხოვნებთან შემდგომი ჰარმონიზაცია.

    საფინანსო მომსახურების სექტორში, განსაკუთრებით აღსანიშნავია საბანკო კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკმაოდ მაღალი დონით ხასიათდება. ევროკავშირის სტანდარტებს მნიშვნელოვანწილად შეესაბამება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობაც. შესაბამისობის დაბალი დონით ხასიათდება საფინანსო სექტორის მესამე კომპონენტი, კერძოდ სადაზღვევო კანონმდებლობა.

    2005 წელს განხორციელდა ტექნიკური რეგულირებისა და სტანდარტების სფეროს ძირეული რეფორმა. ქვეყანა საბოლოოდ გადავიდა სტანდარტების ნებაყოფლობითობის სისტემაზე, მიღწეულ იქნა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ფუნქციების გამიჯვნა ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში.  `პროდუქციის და მომსახურების სერტიფიცირების შესახებ~ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კანონში ასახულ იქნა საქონლის უვნებლობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის 2001/95/EC ძირითადი პრინციპები.

    საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს ახალი ბიძგი მისცა 2006 წლის ნოემბერში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსაქართველოს (ესპ) სამოქმედო გეგმის მიღებამ. აღნიშნული გეგმით დაისახა მხარეთა შორის თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტები, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ესპ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების არეალი უფრო ფართოა, ვიდრე პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 43- მუხლის მოქმედების სფერო. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კანონმდებლობის დაახლოებას არა მარტო ეკონომიკური სამართლის სფეროში, არამედ მართმლსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებში, აგრეთვე ენერგეტიკის სექტორში. ამასთან, სამოქმედო გეგმა შეთანხმების 43- მუხლით გათვალისწინებულ სფეროებში ჰარმონიზაციის პრიორიტეტების დასახვის საშუალებას იძლევა, იგი თითოეულ ამ სექტორში კონკრეტული საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმის ღონისძიებებს ადგენს. ესპ სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორცილებეული რეფორმები ფაქტობრივად იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც `საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის~ ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი. ყველა ამ სექტორში ეტაპობრივად და სისტემურად მიმდინარეობს კანონმდებლობის შემდგომი დახვეწისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვების სამუშაო.

    ევროკავშირ-საქართველოს შორის სავიზო საკითხებში თანამშრომლობა

     

    2006 წლიდან, ევროკავშირმა გააფორმა ხელშეკრულებები სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე რუსეთთან, უკრაინასთან, ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან, სერბეთთან, მონტენეგროსთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან, ალბანეთთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან.

    2009 წლის ნოემბერში ჩატარდა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების თაობაზე. ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მობილურობის საკითხებში პარტნიორობის შესახებ, რომლის მიზანი იყო თანამშრომლობის განვითარება მიგრაციის პოლიტიკის ყველა ასპექტში.

    საქართველო არის ერთ-ერთი ევროკავშირის მიერ 2009 წლის მაისში შექმნილი აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნიდან (აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე პრაღის უმაღლესი დონის შეხვედრის ერთობლივი დეკლარაცია, 2009 წლის 7 მაისი). აღმოსავლეთის თანამეგობრობის მიზანია ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება მის მეზობელ სახელმწიფოებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან, პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს სავიზო საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობა.

    საქართველოსთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავიზო თანამშრომლობის სფერო. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის აუცილებელ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა, საქართველოში უკეთესი მდგომარეობა აღინიშნება, ვიდრე მაგალითად იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს უკვე აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი. (მოლდოვა,უკრაინა,რუსეთი) მაგალითისთვის: წარმატებით მიმდინარეობს საზღვრის დაცვის სფეროს რეფორმა, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ადამიანით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ, შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა, საქართველო შეუერთდა რიგ ევროპულ და საერთაშორისო კონვენციებს, ასევე,იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ბიომეტრული პასპორტების დანერგვის საკითხზე და ა.შ.

    სავიზო ბარიერების შემცირება ადამიანების დაახლოებასა და მოქალაქეების მთელიევროპის ტერიტორიაზე მგზავრობას და ურთიერთდაკავშირებას შეუწყობს ხელს. საქართველო უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან. საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივდება ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზებზე განაცხადების შეტანის პროცესი, პროცედურა უფრო სწრაფი გახდება, შემცირდება შესავსები დოკუმენტების რაოდენობა და სავიზო გადასახადი. სავიზო რეჟიმის გამარტივება, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: – ვიზაზე განაცხადის წარდგენისას საჭირო დოკუმენტური დასაბუთების პირობების გამარტივება. – გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისათვის, რომლებსაც ხშირად უწევთ მგზავრობა ევროკავშირში, მაგ. ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებისათვის. – სავიზო გადასახადის შემცირება 35 ევრომდე ყველა მოქალაქისათვის და გადასახდისაგან გათავისუფლება გარკვეული კატეგორიების, როგორებიცაა ბავშვები, ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციების წევრები, და ა.შ. – მკაფიოდ განსაზღვრული ვადები სავიზო განაცხადის დამუშავებისათვის – დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა გათავისუფლება სავიზო ვალდებულებისაგან.

    2010 წ. 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვოდ მცხოვრებ პირებს ეხება. “ამით რეადმისიის თაობაზე მოლაპარაკებები დასრულებულად გამოცხადდა”, სავარაუდოდ ყველა შემდგომი პროცედურა და შეთანხმების ძალაში შესვლა 2011 წლის გაზაფხულისთვის მოხდება.

    მნიშვნალოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.(02, 12, 2010) აღნიშნული დოკუმენტი არა მხოლოდ შეიყვანს საქართველოს ერთიან საჰაერო სივცეში ევროპასთან, არამედ მისცემს საშუალებას ახალ ავიაკომპანიებს, შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. შედეგად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს საავიაციო ბაზარზე”. “ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ხელმომწერი ქვეყნები დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენენ.

    “ერთიანი საჰაერო სივრცის” შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ამ სფეროში ხარისხის და მომსახურების ამაღლებას”.

    ”არ შეეხოთ ჯულიან ”ვიკილიქს” ასანჟს!”

    “In a world of universal deceit, telling the truth is a revolutionary act”. George Orwell

    ნანა ბერუაშვილი

    http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=256

    რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაა, როდესაც კონფიდენციალური მასალა, რომლის გახმაურებაც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის არასასურველია, ფართო საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. მეორეს მხრივ რატომ უნდა განვიკითხოთ მისი გამავრცელებელი, თუ კი ამ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება საზოგადოებისთვის ობიექტური რეალობის მიწოდებას და იმის ხაზგასმას, რომ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების უმაღლესი პოლიტიკური პირები დაუფიქრებლად დგამენ და კვლავაც გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ორმაგი სტანდარტების პრინციპიდან იქნება გამომდინარე. ჯულიან ასანჟი, ავსტრალიელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ჟურნალისტი და ჰაკერი. ვიკილიქსის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეაშფოთა, განსაკუთრებით კი ამერიკის და ევროპის უმაღლესი სახელმწიფო ესტაბილიშმენტის თავისტკივილად იქცა. ჟულიენ ასანჟმა მსოფლიო საზოგადოებას უახლოეს დღეებში კარგად დაანახვა , თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფლობდე უტყუარ ინფორმაციას, ინფორმაცია ხომ დღეს ყველაზე მთავარ იარაღად იქცა. როგორც თავად აღნიშნავს, მან ზუსტად იცის, თუ რა ტიპის ინფორმაციას სდევს მსოფლიოში ყველაზე დიდი რეაქცია. ოცდამეერთე საუკუნე ახალი მსოფლიო წესრიგის საუკუნედ შეგვიძლია მივიჩნიოთ, დიდი ხანია ყველა თანხმდება იმაზე, რომ თანამედროვე ეპოქა ესაა საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქა, რომელსაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გლობალიზებული მსოფლიო. ახალი მსოფლიო წესრიგი თვისობრივად ახალ მიდგომებსა და საშუალებებს ამკვიდრებს, სახელმწიფო და სხვა არასახელმწიფო აქტორებს როგორც ჩანს გაუჭირდებათ უკვე აპრობირებული მეთოდებით მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების შესაფერხებელი ზომების გატარება. ჯულიან ასანჟის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ძალიან კარგად გარკვეულ ინდივიდებს შესწევთ უნარი ფარდა ახადონ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საიდუმლო ინფორმაციას. ასანჟმა საკუთარი საიტის მეშვეობით რამდენიმე დამხმარესთან ერთად, მრავალი გასაიდუმლოებული არხის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოიპოვა უმნიშვნელოვანესი ვიდეო ჩანაწერები და დოკუმენტაციები ავრანეთისა და ერაყის სამხედრო კამპანიების შესახებ, საიტი არა მხოლოდ ამერიკის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს კონტურებს ხაზავს, არამედ ევროპა – რუსეთ – ამერიკა – საქართველოს ურთიერთობებზე და სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებულ კულუარულ და ხშირ შემთხვევაში მერყევ პოზიციებზე ამახვილებს ყურადღებას. თავად ასანჟისთვის ვიკილიქსის მეშვეობით, ფარული ინფორმაციის საჯაროდ გამოტანის მოტივი მარტივია: “2006 წლიდან იმ იდეოლოგიით ვხელმძღვანელობთ, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ორგანიზაციები, რომლებიც ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ” – აღნიშნავს იგი ჟურნალ თაიმის რედაქტორთან რიჩარდ სთენგლთან სკაიპით ჩაწერილი ინტერვიუს დროს და აქვე დასძენს, რომ “მისი გუნდის მიზანი არა გამჭვირვალე საზოგადოების, არამედ სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაა”. თუ კი ასანჟისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, კონფიდენციალური დოკუმენტების საჯაროდ ”გამოფენა”, ამ ყველაფრით გაღიზიანებულმა პრეზიდენტმა პარაკ ობამამ ჟულიან ასანჟი ლამის ტერორისტად შერაცხა და მის მიმართ მკაცრი სადამსჯელო ზომების გატარება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სკანდალური ვებ გვერდის დამფუძნებელზე შვედეთის ხელისუფლებამ ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადა, გაუპატიურების ბრალდებით, ჟულიენ ასანჟი ლონდონის პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მივიდა. მოგვიანებით ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ადვოკატების განცხადებით, ისინი ასანჟის შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასცილებლად იბრძოლებენ, რათა იქიდან ამერიკაში არ მოხდეს მისი გადაყვანა. თავად დაკავებული გაუპატიურების ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ მას ამერიკელი დიპლომატების კონფიდენციალური წერილების გამოქვეყნების გამო დევნიან. “WikiLeaks სამოქალაქო თვალსაზრისით მორჩილი ორგანიზიციაა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ მსოფლიო მეტად ცივილური გავხადოთ და ვიმოქმედოთ იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ცივილურ განვითარებას ეწინააღმდეგებიან. არსებობის ოთხი წლის მანძილზე ჩვენს წინააღმდეგ 100-ზე მეტი სასამართლო პროცესი იყო აღძრული და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულები გამოვედით,” ამბობს ჟულიენ ასანჟი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი სახელმწიფოების მმართველ წრეებს ერთი სული აქვთ ჟულიენ ასანჟი სამუდამოდ ციხეში გამოკეტილი ნახონ, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და ათეულ ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც მრავალ საიტზე არიან გაერთიანებული ინტერნეტ სივრცეში და ყოველ წუთს ასანჟის მისამართით გამამხნევებელ, მხარდამჭერ სიტყვებს არ იშურებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებლები, სადაც გარდა იმისა, რომ ვიკილიქსის გვერდს მილიონზე ბევრად მეტი წევრი ჰყავს, ასევე ნახავთ ამგვარი სახელწოდების ჯგუფსაც: “Don’t touch Mr Julian “WikiLeaks” Assange”, რომელიც წევრების აქტური მხარდაჭერით ყველასგან გამოირჩევა. ბევრი ადამიანისთვის ჟულიენ ასანჟი გმირია, ადამიანი, რომელიც ერთადერთი “იარაღით” სიმართლით, არ შეუშინდა დაპირისპირებოდა “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”. იმასაც კი ითხოვენ ვიკილიქსის დამფუძნებელი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ. ჯულიან ასანჟის მხარდასაჭერად წარმოთქმულ ასეთი ტიპის მოსაზრებებს უკვე მრავლად ნახავთ: “მსოფლიომ დაიმსახურა მოუყვნენ სიმართლე”. “შეიძლება დააპატიმრო ადამიანები, მაგრამ წინ ვერ აღუდგები იდეებს.” “სიმართლეს ტერორიზმის სახელს არქმევენ, მაშინ, როდესაც ხშირად ყველაზე დიდი ტერორისტებივით ჩვენი არჩეული ხეისუფლებები მოქმედებენ.” ასანჟის დასაცავად და ასევე, წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში ჰაკერებს შორის “ომია” ატეხილი. როგორც http://mashable.com. იუწყება ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა იმ კომპანიების ვებგვერდებს მიაყენეს ზიანი, რომლებმაც ვიკილიქსისთვის მომსახურების გაწევაზე უარი თქვეს. იმის გამო, რომ შვედურმა ბანკმა PostFinance მ რამდენიმე დღის წინ ჟულიენ ასანჟის საბანკო ანგარიში დახურა, ჰაკერებმა ბანკის ვებ გვერდს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. პრობლემები შეექმნა mastercard ის ვებ გვერდსაც, რომელმაც “არალეგალური საქმიანობის” გამო ვიკილიქსს მომსახურება შეუწყვიტა. უფრო მეტიც, http://mashable.com. ის ინფორმაციით, ანონომურ ჰაკერთა ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე იქნება ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც „ხელისუფლების ზეწოლას დაემორჩილებიან” და ვიკილიქსის წინააღმდეგ იმოქედებენ. აღსანიშნავია, რომ ასანჟისთვის მხოლოდ ბოლო თვეების მოვლენები არ გამხდარა პოპულარობის მიღწევის მთავარი საშუალება. ჟულიან ასანჟი საკმაოდ პრესტიჟულ ჟურნალისტად და გავლენიან ადამიანად ითვლება. მიღებული აქვს Economist index on Consorship Award (2008), Amnesty International Media Award (New Media) 2009წ, 2010 წელს კი სემ ადამსის ჯილდო. 2010 წლის სექტემბერში ბრიტანული გამოცემის”New Statesmen”-ის მიერ იგი 23-ე ადგილზე დასახელდა “მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან პერსონას შორის”. ამასთან ერთად დასახელებულია სხვადასხვა გამოცემების შემდეგ ნომინაციებში “ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო”, “2010 წლის პერსონა” და ა.შ როგორც ჩანს ჟულიენ ასანჟი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი მსოფლიო ლიდერებს სამართლიანობის და წესრიგის თავისებურ გაგებას და ფორმებს სთავაზობს. ეს კი საკმაოდ არასასიამოვნო და დამაფიქრებელია მათთვის, ვინც კულისებს მიღმა სხვა “თამაშს უკვეთავს”. დემოკრატიული ქვეყნები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც საკუთარ (და არა მხოლოდ) მოსახლეობას გამუდმებით ახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ლიბერალური ფასეულობების რეალობაში გატარება და პირველ რიგში სიტყვის თავისუფლება, ალბათ მინიმუმ უნდა დაფიქრდეს, მანამ სანამ ჯულიან ასანჟის მიმართ მკაცრი ტონით საუბარს გააგრძელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დასჯაზე. ინფორმაციული თავისუფლების უნივერსალური პრინციპი ხომ მარტივ ფორმულაში მდგომარეობს, უბრალოდ ჩვენი უფლებაა ვიცოდეთ სიმართლე.

    http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=256

    ლისაბონის ხელშეკრულება და ცვლილებები ევროკავშირში

    ლისაბონის ხელშეკრულება, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მიერ რატიფიცირებული ძირითადი დოკუმენტი, 1 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა ძალაში.

    დოკუმენტი ევროკავშირის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის გამარტივებისა და მსოფლიო პოლიტიკაში მისი როლის გაზრდისკენ არის მიმართული.

    შეთანხმება ორ ახალ საკვანძო პოსტს – ევროკავშირის პრეზიდენტისა და ორგანიზაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობებს აწესებს. დოკუმენტის ძალაში შესვლის გამო ოფიციალური ღონისძიებები პორტუგალიის დედაქალაქში ჩატარდა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ.

    ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედება ერთი შეხვედვით დიდ მოვლენად არც მივიჩნიოთ, მაგრამ ევროკავშირის მუშაობაში ის სრულიად რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს. დოკუმენტის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ის ევროპას ბევრად უფრო დემოკრატიულს და ეფექტურს გახდის, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბრიუსელისთვის ძალიან დიდი უფლებამოსილების გადაცემა მოუწევთ.

    ამ ტიპის დოკუმენტზე ლაპარაკი ევროპელებმა პირველად 8 წლის წინათ დაიწყეს. მის მიღებისთვის ბოლო წინააღმდეგობა მიმდინარე წლის ნოემბერში გადაილახა, როდესაც ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ დოკუმენტს ჩეხეთმა მოაწერა ხელი.

    ამ მოვლენიდან სულ მალე ევროკავშირის ოფიციალური პირებიც აირჩიეს – ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი ბელგიის აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰერმან ვან რომპაი გახდა, დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი კი – ბრიტანელი კეტრინ ეშტონი, რომელიც აქამდე ევროკავშირში ვაჭრობის საკითხების კომისიას ხელმძღვანელობდა.

    შემუშავების და რატიფიკაციის პროცესი:

    27 წევრიანი ევროკავშირის მოდერნიზების მიზანი.

    არ ცვლის კონკრეტულ ხელშეკრულებებს,არამედ შეაქვს მასში ცვლილებები.

    სიძნელეები და პრეტენზიები:

    იტალია – არ კმაყოფილდებოდა ევროპარლამენტში დეპუტატთა რაოდენობით.რაოდენობა გაეზარდა ერთით და შეადგინა 73 დეპუტატი.  კონსენსუსუი – პარლამენტის პრეზიდენტი არ ითვლება დეპუტატთა საერთო რიცხვში,რომ არ იქნეს დარღვეული თანაბრობა.

    პოლონეთი ჳთხოვდა ხელშეკრულებაში იონინას პრინციპის ჩართვას (ეს პრინციპი გულისხმობს ბლოკირების მინიმალურ ოდენობას 4 ქვეყნის რიცხვთან ახლოსყოფნას,როდესაც ქვეყანას მაინც შეუძლია საკითხის ხელახალი გადახედვის მოთხოვნის დაყენება) მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

    დიდი ბრიტანეთი – უარს აცხადებდა ადამიანთა უფლებების და თავისუფლების ქარტიის მოქმედების სავალდებულობაზე.მიღწეულია,დაშვებულია გამონაკლისი,ამ გამონაკლისს შემდგომ პოლონეთიც შეუერთდა.დიდი ბრიტანეთი ასევე არ ჩაერთო სასამართლო და საშინაო საქმეების ახალ ფორმატში.

    ასევე,ავსტრია ითხოვდა საკუთარ უნვერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის შეზღუდვას. 2008 წლის 12 ივნისს ირლანდიის მიერ ხელშეკრულების რეფერენდუმში ჩავარდნა გახდა ხელახალი მოლაპარაკებების საფუძველი ირლანდიის სუვერენული უფლებების დაცვის გათვალისწინებით ფისკალურ,ეთიკურ და სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხების გათვალისწინებით,ასევე ერთი კომისარი ევროკომისიაში.

    ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურის დასრულება მოხდა პოლონეთისა და 2009 წლის 3 ნოემბერს ჩეხეთის მიერ,ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

    ძირითადი ცვლილებები:

    ისევ ორი ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ.

    ევროკავშირის იურიდიული პირის სტატუსი

    ევროკავშირს ექნება იურიდიული პირის სტატუსი,შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადება მისი კომპეტენციის საკითხებში.ასევე ევროპის ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის  შესახებ კონვენციასთან მიერთება.

    გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის საბჭოში

    2014 წლის 1 ნოემბრიდან კვალიფიციური უმრავლესობა საბჭოს წევრთა ხმების 55 %,მინიმუმ 15 სახელმწიფოდან,რომელიც წარმოადგენს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 65 %,სხდომების ღიაობა გადაწყვეტილების მიღებისა და კენჭისყრის დროს,მოგეხსენებათ ამჟამად დახურულია.

    ევროპული საბჭოს მუდმივი პრეზიდენტი

    პრეზიდენტი არჩეული იქნება კვალიფიციური უმრავლესობით,2,5 წლის ვადით,შესაძლებელი იქნება ხელმეორედ არჩევაც.ამჟამად ბელგიელი ვან რუმპუი.

    ევროპის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი

    იგი იქნება ევროკავშირის საბჭოს წევრი და კომისიის ვიცე პრეზიდენტი.უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა საბჭოს შეკრებებს.ამჟამად გახლავთ კეტრინ ეშტონი.

    ცვლილებები ევროკომისიაში

    ევროკომისიის 27 ევროკომისრის რიცხვი 2014 წლიდან უნდა შემცირდეს წევრ სახელმწიფოთა 2/3,ანუ 18 მდე,თუ ახალი წევრი ქვეყნები არ დაემატა რა თქმა უნდა.

    კვალიფიციური უმრავლესობა

    გაიზარდა საკითხების რიცხვი,სადაც გადაწყვეტილება კვალიფიცირი უმრავლესობით მიიღება. ფისკალური საკითხები,სოციალური უზრუნველყოფა,საგარეო პოლიტიკა და საერთო თავდაცვა კვლავაც რჩება გადაწყვეტილების ერთხმად მიღების საკითხად.

    ევროპის ბანკი ხდება ევროკავშირის ინსტიტუტი

    ევროპარლამენტის უფლებამოსილება

    თანაგადაწყვეტის 43 სფერო გაიზარდა 83 მდე და პროცედურა ხდება ჩვეულებრივ პროცედურად ევროკავშირის ნორმატიული აქტების მიღებისას.

    ეროვნული პარლამანტების როლი

    განისაზღვრება როგორც სუბსიდიარიზმის პრინციპის პატივისცემის მნიშვნელოვანი ფაქტორი.შესაძლებლობას იძლევა უარყოფილი იქნეს კომისიის წინადადება.პარლამენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიუთითონ თუ რატომ არ შეესაბამება შემოთავაზება სუბსიდიარიზმის პრინციპებს.საჭიროა მთელი პარლამენტების მესამედი,რომ კომისიის შეთავაზება უკუგდებულ იქნეს.კომისია წყვეტს იგივე სახით შეიტანოს,შეცვალოს,ან უკან წაიღოს.

    მოქალაქეთა ინიციატივა

    მინიმუმ მილიონ მოქალაქეს მნიშვნელოვანი ოდენობის სხვადასხვა სახელმწიფოდან შეუძლიათ ინიციატივა გადასცენ კომისიას იმ სფეროებში,სადაც საჭიროა ევროკავშირის ნორმატიული აქტის მიღება ხელშეკრულების ამოცანებიდან გამომდინარე.

    საპოლიციო და სასამართლო თანამშრომლობა

    გადაწყვეტილებათა უმრავლესობა მიღებული იქნება კვალიფიციური უმრავლესობით.

     და ა.შ……

     

     

    ვაცლავ ჰაველი: ზნეობრივი პოლიტიკის სახე

     

     

     

     

    ნანა ბერუაშვილი, 2011

    “…..ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი’’…..

    საბჭოთა კავშირში ’’პერესტროიკის’’ დაწყებასთან ერთად, ჩეხოსლოვაკიაში გააქტიურდა ოპოზიციური მოძრაობა, რომელიც სერიოზულ მასშტაბებს იძენდა. 1988 წლიდან ვაცლავ ჰაველი იკვეთება , როგორც ოპოზიციის ლიდერი , რომელიც ნელ-ნელა ეროვნულ ლიდერადაც გადაიქცა.
    1988 წელსვე, იგი პირველად გამოდის ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიით,მილიონობით მაყურებლის წინაშე. ვაცლავ ჰაველის პოპულარობა მკვეთრად იზრდება. იგი მტკიცე ნებას გამოთქვამდა ქვეყანა დაბრუნებოდა ევროპულ ოჯახს.”ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ თავისუფალ, შემოქმედებითსა და აღორძინებულ ჩეხოსლოვაკიაში. გვინდა დავუბრუნდეთ ევროპას და არასოდეს ვუღალატებთ ჩვენს იდეალებს…”(ვაცლავის ხმა,1989 წლის 14 ნოემბერი)
    ’’მალე კომუნისტურ რეჟიმს დავამხობთ’’, მისი ეს სიტყვები გამართლდა კიდეც. 1989 წლის მშვიდობიანმა, ’’ხავერდოვანმა რევოლუციამ’’ ჩეხოსლოვაკიაში, ბოლო მოუღო საბჭოთა რეჟიმს. ვაცლავ ჰაველი რევოლუციის ავანგარდში მოექცა, როგორც სახალხო მოძრაობის ლიდერი. მალევე პარლამენტის ერთხმად არჩევის შედეგად ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ხდება. სხვათაშორის, თავის ბოლო წიგნში ’’გთხოვთ, მოკლედ’’, აღნიშნავს: ’’ რაც უფრო ვშორდები იმ მოვლენებს, სულ უფრო მეტად მეჩვენება, რომ უკანასკნელი ვიყავი მათ შორის, ვინც იდეას ჩემი პრეზიდენტობის შესახებ სერიოზულად მოეკიდა’’. პრეზიდენტია იქამდე, სანამ ჩეხოსლოვაკია ორად გაიყოფა, ხოლო შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ჩეხეთის პრეზიდენტად ირჩევენ.
    ჩეხოსლოვაკიის გაყოფასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, – ’’საწყენია, რომ სლოვაკებმა ჩვენთან ერთად ცხოვრება არ მოინდომეს, თუმცა, რაკი რეფერენდუმმა დაადასტურა, რომ ეს ხალხის ნებაა, მას უნდა პატივი ვცეთ!’’
    ისტრორიამ აჩვენა, რომ ეს მშვიდობიანი ’’გაყრა’’ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა იმ პერიოდში, დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ჰაველი ბრძნულად მოიქცა. სწორედ მისი წყალობაა, რომ მოვლენები იუგოსლავური სცენარით არ განვითარდა.
    დრამატურგი, ესსეისტი, ’’ქარტია 77 ის’’ თანაავტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი, დისიდენტი, ადამიანი, რომელიც წარსულში საბჭოთა კავშირს სასტიკად ებრძოდა და რომელიც ამის გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული. პოლიტიკოსი, რომლის მოღვაწეობაც გულიდან წამოსულ პოლიტიკაზე, ზნეობაზე და მორალზეა დაფუძნებული და არა ეგოისტურ, პრაგმატულ ინტერესებზე და რაღაცა თეზისებზე.
    მისი მიმართვები, ხედვები, ყოველთვის გამორჩეულად ადამიანური პოლიტიკის სულისკვეთებას გამოხატავდა. ამ პოლიტიკის გატარება კი, ჰაველს, არაადამიანური იდეოლოგიის ათწლოვანი მმართველობის შემდეგ, განსაკუთრებით სურდა.
    ადამიანი, რომელსაც უყვარს პოლიტიკა, ანუ ხალხის სამსახურში უანგაროდ ყოფნა. მის თითეულ სიტყვაში იგრძნობა ფაქიზი დამოკიდებულება და დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისადმი, საზოგადოების კეთილდღეობაზე ფიქრისადმი.
    ’’პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგია, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს ხალხის სამსახურს,რამდენადაც შესაძებელია უანგაროს,გარკვეულ იდეალებზე დაფუძნებულს,რომელიც ზრუნავს ჩვენზე მაღლა მდგომ ზნეობრივ პრინციპებზე,ხელმძღვანელობს კაცობრიობის გრძელვადიანი ინტერესებით და არა მხოლოდ საზოგადოების წუთიერი სურვილებით. მსახურებას, რომელიც უარს აცხადებს ამა თუ იმ კერძო და პრაგმატული ინტერესების სათამაშოდ გადაქცევაზე, რომელთა უკანაც საბოლოოდ იმალება მხოლოდ ერთი რამ: მცდელობა ნებისმიერ ფასად საჭესთან დარჩენისა’’

    ამ აზრს ვაცლავ ჰაველი ყველაზე უკეთ და ღრმად, ალბათ, ’’ზაფხულის ფიქრებში’’ ავითარებს, სადაც მთელი სიცხადით ჩანს პოლიტიკოსის გულწრფელი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, კარგი პოლიტიკოსისადმი. ეს და ასევე შემდგომი მონაკვეთი, ყველაზე დიდი საპირისპირო არგუმენტიცაა, მათთვის, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, პირიქით და ეს ვაცლავ ჰაველმა საკუთარი საქმიანობის მაგალითზე დაამტკიცა.

    ’’ტყუიან ისინი, ვინც გვიმტკიცებენ, თითქოს პოლიტიკის არსი ძალაუფლებით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებაა და არა ზნეობა. პოლიტიკანობას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან. პირველს კი შეუძლია მეორის ჩანაცვლება, მაგრამ შედეგი ხანმოკლე იქნება. საუკეთესო შემთხვევაში პოლიტიკანი შეიძლება პრემიერ-მინისტრი გახდეს და ეს მისი კარიერის გვირგვინი და დასასრული იქნება. საეჭვოა, რომ კაცობრიობა ამით უკეთესი გახდეს. ნამდვილი პოლიტიკა კი, იგი ღირსია, ასე იწოდებოდეს, არის ერთადერთი, რასაც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალები შევწირო. იგი მოძმეთა ჩვეულებრივ სამსახურში, საზოგადოების სამსახურში და იმათ სამსახურში მდგომარეობს, ვინც ჩვენს შემდეგ იცხოვრებს. ასეთი პოლიტიკა ზნეობრივია, ვინაიდან მასში ხორციელდება საყოველთაო ურთიერთპასუხისმგებლობა…’’
    როგორც ვხედავთ, სწორედ ამ კონტექსტში ხედავს ვაცლავ ჰაველი ზნეობას პოლიტიკაში, და არა , როგორც ბევრი პრაგმატულად მოაზროვნე ფიქრობს, უტოპიურ აზრებში.
    ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც საკუთარი ცხოვრების გზას პოლიტიკურ სარბიელზე ხედავენ, ვაცლავ ჰაველის გზა, მისი ხედვები, იდეალები მისაბაძი და გასათვალისწინებელია. არ შეიძლება, გიყვარდეს პოლიტიკა და არ ეთანხმებოდე აზრებს, რომლების ციტირებასაც აქ მოვიყვან.

    ’’პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. ბინძურები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულნი. მე მხოლოდ იმას ვუშვებ, რომ ადამიანების მოღვაწეობის ეს სფერო უფრო მეტად უბიძგებს ადამიანს სიბინძურისკენ, ვიდრე სხვა საქმიანობა. შესაბამისად, პოლიტიკა ადამიანისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. არ არის მართალი, თითქოს პოლიტიკოსისთვის გარდაუვალია სიცრუე და ინტრიგობის ქსელის გაბმა, ამ სისულელეს ის პირები ავრცელებენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ცდილობენ, მოსწყვიტონ ადამიანები საზოგადოებრივ საქმიანობას. ერთი სიტყვით, ვისაც აქვს გული და გემოვნების შეგრძნება, მას შეუძლია წარმატებული პოლიტიკოსი გახდეს და უფრო მეტიც, ის პოლიტიკისათვის არის შექმნილი.
    პოლიტიკის საფუძველია არა სიცრუე, არამედ პოლიტიკური ალღო, რომელიც გვკარნახობს, ვისთან, სად და როგორ მოიქცე. არ არის მართალი, თითქოს მტკიცე პრინციპები პოლიტიკისათვის მიუღებელია. საჭიროა მტკიცე პრინციპებს მოვახმაროთ მოთმინება, საღი აზროვნება, ზომიერების გრძნობა და სურვილი, გაუგო სხვა ადამიანს’’.

    ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც მისი არ სჯეროდათ, ალბათ იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ პოლიტიკოსი ასეთი ადამიანური სახით ყალბი არ ყოფილიყო.
    ვაცლავ კლაუსი ერთ-ერთი მათგანია. მან 2001 წელს აღნიშნა: ’’ არ მჯერა მისი სიტყვების, მისი ფასეულობების, მისი საქმის. არ მესმის მისი სამოქალაქო საზოგადოების. ჩემთვის ეს ცარიელი ფრაზაა… მასზე უფრო ელიტური მთელ ცხოვრებაში არავინ მინახავს. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. ის კი არა”.
    ’’და მაინც, მსგავსი საგულისხმო გამონაკლისების გარდა, ყველა უყოყმანოდ აღიარებს ჰაველის მორალური და პოლიტიკური მიღწევების მასშტაბს, მის როლს ევროპის ახლებურად ფორმირებაში. ქვეყანას, რომელმაც თავისი საუკეთესო მოაზროვნეები დეპორტაციების, ჰოლოკოსტის, დევნის, ემიგრაციის და რეპრესიების გამო დაკარგა, ჰაველმა ჩეხური იდეალიზმისა და მომავლის განცდა დაუბრუნა. ჯერ დისიდენტის, შემდეგ კი, პრეზიდენტის რანგში ჰაველი აღმოჩნდა ჩეხეთის ყველაზე მკაფიო ხმა სამოქალაქო თავისუფლების და ადამიანის უფლებების აღდგენისა და საზოგადოებაში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივებისთვის; იმ დროს, როცა პოსტ-კომუნისტური აპათია და სიხარბე პიკს აღწევდა. ჰაველი იყო სცენარისტი და ესეისტი, რომელიც წერდა ისე, თითქოს, ცენზურა არც არსებობდა; და როცა ის გახდა პოლიტიკოსი, იქცეოდა ისე, თითქოს, მისი პატარა ქვეყნის პირდაპირი მისია ევროპაში ახალი წესრიგის დამყარება იყო. ჰაველის მორალური ავტორიტეტის და მორალური შარმის დამსახურება იყო ის, რომ საზოგადოებაზე უსაზღვრო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტონი ბლერი, ბილ კლინტონი, სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები – ჰაველი უდიდეს გავლენას თითოეულ მათგანზე ახდენდა. ნატოს კონცეფციის ახლებური განსაზღვრა და სწრაფი გაფართოებაც მეტწილად ჰაველის დამსახურება იყო.’’
    ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს ვაცლავ ჰაველს დევიდ რემნიკი, თავის ცნობილ სტატიაში ’’წასვლა სასახლიდან: ვაცლავ ჰაველი’’, სადაც პოლიტიკოსის განვლილი გზა, (არა მარტო პოლიტიკური, რა თქმა უნდა) ცალსახად დადებით პრიზმაში აქვს განხილული, ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება დაწერო.
    ვაცლავ ჰაველი ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტს 2003 წელს გამოეთხოვა და პოლიტიკური არენაც დატოვა, თუმცა მისი დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური თემებისადმი კვლავაც ძალიან საინტერესოა ფართო საზოგადოებისთვის. იგი დღესაც, თანამებრძოლებთან ერთად, ხმამაღლა მოუწოდებს ევროპას, რომ გაითვალისწინოს ისტორიის გაკვეთილები, ანუ თავიდან აირიდოს იმ შეცდომების გამეორების რისკი, რომლებიც შავ ლაქად აცხია მეოცე საუკუნეს. ’’ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს’’ 22 სექტემბერს ვაცლავ ჰაველისა და მისი თანამოაზრეების მიერ გამოცემული ღია წერილი, რომელიც ერთდროულად გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის “გარდიანში”, იტალიის “კორიერე დელა სერაში”, გერმანიის “ველტში”, საფრანგეთის “მონდში”, ჩეხეთის “მლადა ფრონტა დნესში”, ღია და პირდაპირ გზავნილებს უგზავნის ევროკავშირს, რომელმაც ყოველი ღონე უნდა იხმაროს ძლიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობას არ შესწიროს პატარა ქვეყნის ინტერესები, რომელსაც დახმარება სჭირდება. ევროკავშირი, რომელიც მიუნხენის გარიგებისა და რკინის ფარდის ცდუნებათა საწინააღმდეგოდაც შეიქმნა ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ არ დაუშვას ტრაგიკული ისტორიის გამეორება, რომელიც დღეს, რუსეთის ხელით, ახალ ბერლინის კედელს ავლებს, ახლა უკვე სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე. დაახლოებით ასეთი სულისკვეთებისაა აღნიშნული ღია წერილი…

    ის გამორჩეული პრეზიდენტი იყო, ჰაველმა შექმნა მყარი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დღეს ევროპული ოჯახის თვალსაჩინო წევრია.
    ზოგს მიაჩნია, რომ მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში, ბევრი მას უკვე უწოდებს მითად ქცეულ პრეზიდენტს, ჩემი სუბიექტური აზრით, ერთიც და მეორე შეფასებაც კარგად მიესადაგება ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ფურცელი დაწერა ჩეხი ხალხის და მთელი ევროპის ისტორიაში.

    ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუ კი იგი ღირსეული და პრინციპული პიროვნებაა, საკუთარი იდეალებისადმი ერთგული, იყოს ღირსეული პოლიტიკაშიც, ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რაც ჩანს ვაცლავ ჰაველის, როგორც პიროვნების და როგორც პოლიტიკოსის განვლილი გზიდან.

    ’’გმირი ფინეთი’’

    …………………………………………………………………..

    უინსტონ ჩერჩილი

          საღერღელაშლილი საბჭოეთი ითხოვდა: კარელიის ყელზე ფინეთის საზღვრის კარგა მანძილით გადაწევას,რათა ლენინგრადი მტრის არტილერიის სამიზნედ არ დარჩენილიყო;ფინეთის სრუტეში განლაგებული ზოგიერთი ფინური კუნძლის დათმობას; მეთევზეთა ნახევარკუნძულის იჯარით გაცემას ფინეთის ერთადერთი გაუყინვადი პეტსამოს ნავსადგურით  ჩრდილოეთის ზღვაში;და რაც მთავარია,ამ ყველაფერს აგვირგვინებდა საბჭოეთის მოთხოვნა ფინეთის სრუტის მისადგომებთან ხანკოს პორტის იჯარით გაცემისა იმ მიდამოებში რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზების გასამართავად. ფინელები მზად იყვნენ ყველაფერი დაეთმოთ,ოღონდ ამ ბოლო პუნქტს ვერ დათმობდნენ.მათ მიაჩნდატ,რომ იმ წუთიდან,როგორც კი ფინეთის სრუტის გასაღები რუსებს ჩაუვარდებოდათ ხელთ,ფინეთის სტრატეგიულ და ეროვნულ უსაფრთხოებას წერტილი დაესმეოდა.

    13 ნოემბერს მოლაპარაკებები ჩაიშალა და ფინეთის მთავრობა შეუდგა კარელიის ზღვაზე თავისი ჯარების მობილიზებასა და გაძლიერებას.28 ნოემბერს მოლოტოვმა  მოახდინა დენონსაცია ფინეთსა და რუსეთს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტისა.ორი დღის შემდეგ რუსებმა იერიში მიიტანეს ათას მილზე გადაჭიმულ ფინეთის ფრონტზე განლაგებულ რვა პუნქტზე.იმავ დილით წითელმა სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი.

    რუსები პირველ რიგში კარელიის ზღვაზე განლაგებულ ფინელ მესაზღვრეთა გამაგრებებს შეესივნენ.ისინი მოიცავდნენ გამაგრებულ ზონას,რომლის სიღრმე ოც მილს აღწევდა და თოვლის სქელი საბურველით დაფარულ ტყიან ფართობზე გადაჭიმულიყო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.ეს გამაგრებები ’’მანერჰაიმის ხაზადაა’’ სახელწოდებული,იმ ცნობილი ფინელი მთავარსარდლის პატივსაცემად,1917 წელს ფინეთი ბოლშევიკთა ბატონობისგან რომ იხსნა. მცირერიცხოვან,შეუპოვარი სულისკვეთების მქონე და დიდად ცივილიზებულ ერზე ვეებერთელა საბჭოთა სახელმწიფოს თავდასხმით გამოწვეული აღშფოთება ინგლისში,საფრანგეთში და კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით,ამერკის შეერთებულმა შტატებში,მალე გაოცებითა და ნუგეშიანი განწყობილებით შეიცვალა. ბრძოლის პირველ კვირებს წარმატება არ მოუტანია საბჭოთა ჯარებისთვის,რომლებიც თავდაპირველად თითქმის მთლიანად ლენინგრადის გარნიზონით იყვნენ დაკომპლექტებული.ფინეთის არმიამ,რომლის სრული საბრძოლო შემადგენლობა 200000-მდე კაცს თუ მიითვლიდა,თავი ისახელა.რუსული ტანკები მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ,-მათ დაუშინეს ახალი ტიპის ხელყუმბარები,რომლებსაც მალე ’’მოლოტოვის კოქტეილი’’ შეარქვეს.

    შესაძლოა,საბჭოთა მთავრობა სამხედრო მსვლელობაზე ამყარებდა იმედს.არცთუ მაინცდამაინც ძლიერი საჰაერო იერიშები,ჰელსინკსა და სხვა უბნებზე რომ განახორციელეს თავდაპირველად,შიშის დასათესავად იყო გამიზნული.თავიდან საბჭოთა ჯარები რიცხობრივად ბევრად სჭარბობდნენ მოქიშპეს,მაგრამ ბრძოლისუნარიანობით და მომზადებით ჩამორჩებოდნენ. საჰაერო თავდასხმებმა და მათ მიწა-წყალზე შემოჭრამ ბრძოლის ჟინი გაუღვივა ფინელებს.ერთ მუშტად შეიკვრნენ აგრესორის წინააღმდეგ და უაღრესად შემართულებმა,დიდოსტატური ბრძოლა გააჩაღეს. მართალია,პეტსამოსკენ დაძრულ რუსულ დივიზიას მაინცდამაინც არ გაუჭირდებოდა ამ რაიონის დამცველი  700 ფინელის უკუქცევა,მაგრამ ფინეთის ’’წელის იერიში’’ დამღუპველი აღმოჩნდა მომხვდურთატვის. ეს ადგილი ალაგ-ალაგ შეფერდებული,თითქმის მთლიანად ფიჭვნარია, იმხანად კი თოვლის მკვრივი საფარველით დაფარულიყო. სუსხი ძვალ-რბილში ატანდა.ფინელებს თხილამურებისა და თბილი ფორმის ტანსაცმლის დიდი მარაგი ჰქონდათ,უსებს კი არც ერთი ჰქონდათ და არც მეორე. უფრო მეტიც,ფინელები აღმოჩნდნენ შეუპოვარი მებრძოლები და შესანიშნავი მზვერავები-მშვენივრად მომზადებულნი ტყეში საბრძოლველად.რუსები ამაოდ ამყარებდნენ იმედს რიცხობრივ უპირატესობასა და უფრო მძიმე შეიარაღებაზე.მთელ ამ ფრონტზე ფინელ მესაზღვრეთა ნაწილები ნელ-ნელა იხევდნენ უკან,რუსთა კოლონების მიერ დევნილნი,მაგრამ როგორც კი რუსები 30 მილის სიღრმეზე შეიჭრებოდნენ,ყოველი მხრიდან თავს ესხმოდნენ ფინელები. ეს კოლონები ტყეებში ფინურ თავდაცვით ნაგებობებს აწყდებოდნენ და დღითა თუ ღამით უმოწყალო იერიშების ობიექტები ხდებოდნენ. გადაიკეტა მათი კომუნიკაციები ზურგში.მათი კოლონები წყდებოდა,ან კიდევ,ბედი თუ გაუღიმებდათ,მძიმე დანაკლისით ბრუნდებოდნენ შინ.დეკემბრის ბოლოსთვის ჩაიფუშა რუსების მთელი ეს გეგმა ’’წელის იერიშისა’’.

    იმავდროულად არც ’’მანერჰაიმის ხაზის’’ იერიშის საქმე მიდიოდა უკეთ კარელიის ყელზე.ლადოგის ტბის ჩრდილოეთით ორიოდე საბჭოთა დივიზიის მიერ წამოწყებული გარშემოვლითი მსვლელობა ისევე დასრულდა,როგორც ოპერაცია შორეულ ჩრდილოეთში. ’’მანერჰაიმის ხაზის’’ წინააღმდეგ თორმეტამდე დივიზია ახორციელებდა მრავალგზის მასირებულ იერიშს,დეკემბრის ბოლოს რომ დაიწყო და მთელ თვეს გასტანა. საარტილერიო დაბომბვა საკმარისი არ აღმოჩნდა.რუსებს ,ძირითადად მსუბუქი ტანკები ჰყავდათ და მათი არაერთგზისი ფრონტალური იერიშები მოიგერიეს.რუსებმა მძიმე დანაკლისი განიცადეს,წარმატებას კი ვერა და ვერ მიაღწიეს.წარუმატებლობამ მთელს ფრონტზე,წლის ბოლოს დაარწმუნა საბჭოთა მთავრობა,რომ მას საქმე ჰქონდა ისეთ მეტოქესთან,როგორსაც სულ არ ელოდა.ამიტომაც გადაწყვიტა,მეტი ძალისხმევით შესდგომოდა საქმეს. იგი მიხვდა,რომ ჩრდილოეთში,მთიან ადგილებში,ისინი მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობით ვერ  დაჯაბნიდნენ უკეთ გაწვრთნილ და ტაქტიკურად უფრო მოქნილ ფინელებს. ჰოდა,მოისაზრა,თავი მოეყარა თავისი ძალებისთვის და ’’მანერჰაიმის ხაზი’’ საალყო ბრძოლის მეთოდით გაერღვია,რაც მასირებული არტილერიის და მძიმე ტანკების სიმძლავრის სრულად გამოყენების საშუალებას მისცემდა.ეს გვარიან მომზადებას საჭიროებდა,ამიტომ წლის ბოლოს ფინეთის მთელ ფრონტზე შეწყდა საბრძოლო მოქმედებანი და ფინელებმა გვარიანად დაჯაბნეს თავიანთი ძლევამოსილი მეტოქე.

    ამ საკვირველმა ამბავმა შვება მოჰგვარა მთელს მსოფლიოს-როგორც მებრძოლ,ისე ნეიტრალურ ქვეყნებს.წითელ არმიას ამ მარცხმა გვარიანად გაუტეხა სახელი.ინგლისის გარკვეულ წრეებში ბევრი მიიჩნევდა,რომ მოსალოცად გვქონდა საქმე,ვინაიდან არცთუ დიდად გავრჯილვართ საბჭოეთის ჩვენს მხარეზე მოსაქცევად.ჰოდა საკუათარი შორსმჭვრეტველობა გვეამაყებოდა.ხალხმა მყის დაასკვნა,რომ წმენდამ დაღუპა რუსეთის არმია და რომ ეს ყველაფერი ადასტურებდა რუსთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის ორგანულ დამყაყებასა და რღვევას. ამ თვალსაზრისს არა მარტო ინგლისში იზიარებდნენ.უეჭველია ჰიტლერიც,მთელი მისი გენერალიტეტით,მწარედ ჩააფიქრა ფინეთის გაკვეთილმა,რომელმაც დიდი როლი შეასრულა მის განზრახვათა ჩამოყალიბებაში.

    ენერგეტიკა,ახალი ’’იარაღი’’ რუსეთის ხელში

    ნანა ბერუაშვილი

     ევროკავშირის  ამბიციები დღეს რეალურად სცდება ერთი რეგიონის ინტერესებს,მისი სამოქმედო არეალი და ინტერესის სფერო გაცილებით ფართოა,ვიდრე მხოლოდ ევროპის კონტინენტი.ეს ბუნებრივიცაა რა თქმა უნდა.იგი არ არის როგორც მორავჩიკი ამბობს მხოლოდ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მთავარი სავაჭრო ფორუმი.’’ევროკავშირი მეტია ვიდრე ორგანიზაცია და ნაკლებია,ვიდრე სახელმწიფო’’.

    სტატია შეეხება სწორედ იმ სირთულეების წარმოჩენას,რის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი,როგორც ერთიანი აქტორი.აქცენტი გაკეთდება ევროკავშირ-რუსეთის ენერგეტიკულ ურთიერთობებზე.

    ევროკავშირისთვის საკმაოდ სახიფათოა ერთ ენერგომომწოდებელზე დიდწილად დამოკიდებულება,რაც ამ ენერგომომხმარებლის მხრიდან არ გამორიცხავს ენერგორესურსების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესაძლებლობას,ევროპის წინააღმდეგ.

    დღეს რუსეთის ფედერაცია ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორია.იგი ევროპას საჭირო გაზის რაოდენობის დაახლოებით 30 % ს აწვდის. ბუნებრივია რუსეთის გაზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებისთვის,ისევე როგორც რუსეთისთვისაა მნიშვნელოვანი თავისი გაზი გაყიდოს ევროპის ბაზარზე.

    აღსანიშნავია,რომ რუსეთი ბუნებრივ აირს ევროპას ორი მთავარი და რამდენიმე განშტოებული მილსადენის მეშვეობით აწვდის. პირველი არის ’’იამალო-ევროპა’’.იგი იამალო ნენეციის ოლქის საბადოებიდან მოდის,გაივლის ბელორუსიას,გერმანიას და პოლონეთს.მილსადენის ერთი განშტოება ბალტიის რესპუბლიკებში შედის.მისი გამტარუნარიანობა 45 მლრდ.კუბ.მ-ია წელიწადში.

    მეორე მილსადენია ’’ურენგოი-უჟგოროდი’’,რომელიც უკრაინის გავლით აწვდის გაზს ევროპის ქვეყნებს.მისი გამტარუნარიანობა დაახლოებით 45 მლრდ.კუბ.მ-ია წელიწადში.’’ურენგოი-უჟგოროდი’’ს ხაზზეა მიერთებული თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან წამოსული მილსადენი,რომლის მეშვეობითაც ევროპაში თურქმენული გაზი იყიდება. ’’ეს მილსადენები საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოქმედებს.’’ურენგოი-უჟგოროდი’’ს ერთ-ერთი განშტოება ე.წ ’’ცისფერი ნაკადი’’ ნოვოროსიისკიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთში შედის.მილსადენი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ამოქმედდა,მას წელიწადში 30 მლრდ.კუბ.მეტრი გაზის გატარება შეუძლია.

    რუსეთ-ევროკავშირის პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში თან ახლავს რისკებიც,რაც დაკავშირებულია რუსეთის,როგორც მზარდი ამბიციების მქონე გაზის მონოპოლისტის მისწრაფებებთან.ასევე,აქვე აღსანიშნავია,რომ,ის კანონები,რომელიც ერთიანი ევროპის ლიბერალური ეკონომიკისთვის ნორმადაა ქცეული,რუსეთის ფედერაციისთვის უცხო და შეუთავსებელია.

    ოცდამეერთე საუკუნეში ბუნებრივი აირი რუსეთის ხელისუფლების ხელში მძლავრი პოლიტიკური იარაღი გახდა.ამას მოწმობს განსაკუთრებით 2003 წლის პუტინის რუსეთის დროს მიღებული რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგია,სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რუსეთის,როგორც ენერგომონოპოლისტის ამბიციები.

    ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი განცხადებაც მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას,რომ ენერგიის სფეროში წამყვანი პოზიციების დაკავებას და შენარჩუნებას რუსეთის ინტერესებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

    ’’ჩვენი კეთილდღეობა დღეს და მომავალში დამოკიდებული იქნება იმაზე,თუ რა ადგილს დავიმკვიდრებთ ენერგიის სფეროში კონკურენციაში’’ვ.პუტინი

    დიდი გამოწვევაა ევროპისთვის რუსეთის ’’დაყავი და იბატონეს’’ ტიპის პოლიტიკა,რაც აისახება იმაში,რომ რუსეთი უპირატესობას ანიჭებს არა ერთიან ევროკავშირთან,არამედ მის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას,მეორეს მხრივ გამოწვევაა ევროკავშირისთვის,როგორც ერთიანი აქტორისთვის ის გარემოება,რომ მისი ცალკეული წევრი ქვეყნები თავისი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადმოსახედიდან ცდილობენ.

    ამის ნათელი მაგალითია ის,რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ახლადგანხორციელებული,თუ სამომავლო პროექტები არა მთელი ევროპის,არამედ ქვეყნების ცალკეული ჯგუფების  ინტერესებში შედის.ამიტომ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დღეს სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.რუსეთის ენერგორესურსებზე მაქსიმალური დამოკიდებულება საჭიროებს მოწოდების სრულ,თუ არა ნაწილობრივ დივერსიფიკაციას მაინც. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სულ უფრო მატულობს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე და ეს ყოველივე განაპირობებს არსებული მომწოდებლის გარდა კიდევ ახალი,ალტერნატიული პარტნიორების პოვნის გზების ძიებას.ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია ევროკავშირის ქვეყნების ერთიანი ხედვა,საერთო სტრატეგია,ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. ამ ყოველივეს სიძნელე კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდება,როდესაც რუსეთის ენერგეტიკული პროექტების განხილვაზე გადავალ.

    დღეს ცალსახა ფაქტია ის,რომ შეთანხმებული ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის,რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი,ევროკავშირს მართებს მაქსიმალური ძალისხმევის მობილიზება ამ საკითხისკენ.

    რუსულ-ევროპულმა ენერგოდამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი პრობლემური ასპექტები წარმოაჩინა მაშინ,როდესაც 2006 წლის იანვარში უკრაინის გაზის კრიზისი წარმოიშვა.შემდეგ ასევე რუსეთ-უკრაინას შორის მოხდა მორიგი უთანხმოება 2009 წლის იანვარში.ამ პერიოდში რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა,მის ტერიტორიაზე ტრანზიტის ჩათვლით,რამაც ავტომატურად გამოიწვია სამი კვირის მანძილზე გაზის გათიშვა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.

    ამ მოვლენებმა ნათელი გახადა ის ფაქტი,რომ რუსეთს ძალა შესწევს გამოიყენოს ენერგობერკეტები,როგორც თავისი საგარეო პოლიტიკის შემადგენელი კომპონენტი. წარმოჩინდა ევროკავშირის სისუსტე და საფრთხე,რომლის წინაშეც დგას იგი. რუსეთ-უკრაინის ’’გაზის ომმა’’ კიდევ უფრო უტყუარი გახადა ის გარემოება,რომ ევროკავშრისთვის დიდი რისკის მატარებელია საერთო ხედვის,ერთიანი ევროპული სტრატეგიის გაუმართაობა ენერგეტიკის საკითხში.

    ბევრი სირთულის და წინააღმდეგობის ფონზე,განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ’’გაზის ომი’’ს შემდეგ,რომლიდანაც ევროპა ალბათ ყველაზე მეტად დაზარალებული მხარე გამოვიდა,ევროკავშირში სულ უფრო აქტიურად  დაიწყეს ’’ნაბუკო’’ს გაზსადენის პროექტის ლობირება. ამ გაზსადენის მეშვეობით ევროკავშირი გეგმავს დაუკავშირდეს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს,ანუ იგი კასპიის ზღვას აზერბაიჯანის,ასევე საქართველოს,თურქეთის,ბულგარეთის,უნგრეთის,რუმინეთის და ავსტრიის გავლით ევროპასთან დააკავშირებს.გაზსადენი ძირითადად შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირით შეივსება,ასევე იგეგმება თურქმენული და ყაზახური გაზით შევსებაც.პროექტის ღირებულება დაახლოებით 7,9 მლრდ.ევროს შეადგენს.როგორც ევროპელები მიიჩნევენ,’’ნაბუკო’’ ევროპაში ’’გაზპრომის’’ ფაქტობრივი მონოპოლიის მოსპობის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მცდელობაა.

    გაზსადენი მისი რეალიზაციის შემთხვევაში ევროპის მოთხოვნილების საერთო მოცულობის 10 % ს დააკმაყოფილებს.დაახლოებით 31 მლრდ.კუბ მეტრი გამტარობის იქნება.სიგრძე დაახლოებით 3 000 კმ.მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ ’’ნაბუკო’’ ერთი მიმწოდებლის,ან სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არ იქნება.

    ევროპა ’’ნაბუკო’’ში საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრეს ინსტრუმენტს ხედავს.თუმცა პროექტის განხორციელებას წინ მრავალი წინააღმდეგობა ეღობება. აღსანიშნავია,რომ თუნდაც ’’ნაბუკო’’ ს განხორციელების შემთხვევაში ’’გაზპრომი’’ მაინც გაზის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად დარჩება(განსაკუთრებით ჩრდილოეთის ნაკადის ამოქმედების შემდეგ,რომელსაც ამავე სტატიაში მიმოვიხილავ)

    იმ ფონზე,როდესაც ევროპის ქვეყნები ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისკენ მიისწრაფიან,რუსეთი ცდილობს ევროკავშირის ამ პოლიტიკას საკუთარი ინდივიდუალური პროექტები დაუპირისპიროს.

    რუსეთის უმნიშვნელოვანესი მცდელობა ამ კუთხით არის ’’სამხრეთის ნაკადი’’.ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ რუსეთის პროექტი ’’სამხრეთის ნაკადი’’ ’’ნაბუკო’’ს არ ეჯიბრება.თუმცა ’’სამხრეთის ნაკადს’’ დღეს სწორედ ’’ნაბუკოს’’ მთავარ კონკურენტად მოიაზრებენ.

    ’’სამხრეთის ნაკადი’’ არის რუსულ-იტალიური პროექტი და ითვალისწინებს ევროპისთვის  რუსული გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით.(შეთანხმება გაზპრომსა და იტალიურ ENI ს შორის) გაზსადენის ღირებულება დაახლოებით 10 მლრდ.ევრო ჯდება.მისი მეშვეობით რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში შეინარჩუნებს და გაზრდის ენერგომომარაგების სფეროში დომინანტურ როლს.’’სამხრეთის ნაკადი’’ სულ მცირე ექვს ქვეყანაზე გაივლის.მილსადენის სიგრძე დაახლოებით 2000 კმ. იქნება,აქედან 900 კილომეტრი შავი ზღვის ფსკერზე 2 კილომეტრის სიღრმეზე გაივლის.მილსადენი რუსეთის ქალაქ ბერეგოვოიდან შავი ზღვის ბუგარულ პორტ ვერნაში ჩავა. ’’სამხრეთის ნაკადის’’ მილსადენი შემდეგ ორად გაიყოფა,სამხრეთ დასავლეთის განშტოება საბერძნეთში და შემდეგ იონის ზღვის გავლით იტალიაში წავა,ხოლო მეორე ნაწილი სერბეთისა და უნგრეთის გავლით ავსტრიაში ჩავა.( აღსანიშნავია,რომ ავსტრია ამ ეტაპზე ’’ნაბუკო’’ს ანიჭებს უპირატესობას,თუმცა რუსეთმა რაამდენიმე თვის წინ სლოვენიასთან მოაწერა წინასწარ შეთანხმებას ხელი,რამაც შესაძლოა ავსტრია გამორიცხოს პროექტიდან)

    დღევანდელი სიტუაციის შეფასება შეიძლება შემდეგნაირად: ’’ნაბუკო’’სი,ისევე როგორც ’’სამხრეთის ნაკადის’’ განხორციელება,თუ განუხორციელებლობა დამოკიდებულია ერთის მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეთანხმებულ თანამშრომლობაზე,ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის მცდელობაზე,მოახერხოს საკუთარი ’’დაყავი და იბატონე’’ ს პოლიტიკის მეშვეობით ერთიანი ევროპის რიგებში გაურკვევლობის,შეუთანხმებლობის და ამ ფონზე უპერსპექტივობის დანერგვა,რაც ავტომატურად წინ წამოსწევს რუსეთის ენერგორესურსების მეტ საჭიროებას,სარგებლიანობას და რაც მთავარია უპირატესობას.

    ევროპის საკმაოდ ’’გაურკვეველი’’,არამოქნილი ენერგოპოლიტიკის ფონზე,თუ რუსეთის გაცილებით მყარ,მიზანმიმართულ,ამავდროულად აგრესიულ,თუმცა რაციონალურ ინტერესებზე მორგებულ ენერგოპოლიტიკას გავითვალისწინებთ,დიდი ალბათობით სავარაუდოა,რომ ამ ქვეყნის ენერგეტიკული როლი ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება ევროპაზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტებიც.

      კიდევ ერთი დადასტურებაა ’’ჩრდილოეთის ნაკადი’’,პროექტი,რომლის ღირებულება7 მლრდ.ევროდაა შეფასებული.გაზსადენი გაივლის რუსეთის ქალაქ ვიბორგიდან გერმანულ ქალაქ ლუბმინამდე.პროექტის 51% ’’გაზპრომს’’ ეკუთვნის.რუსეთიდან გერმანიისკენ გაზსადენმა დაახლოებით 55 მლრდ.კუბ. მეტრი გაზი უნდა გაატაროს.’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ განხორციელება,რაც დღეს უკვე აბსოლიტურად  რეალისტურია,რუსეთის ენერგეტიკულ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადა ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ.

    პროექტში მონაწილეობისთვის მზადაა ვიქტორ იანუკოვიჩიც,მან ასევე მზაობა გამოთქვა ჩაერთოს ’’სამხრეთის ნაკადის’’ პროექტშიც.

    ’’ჩრდილოეთის ნაკადს’’ პოლიტიკურად ზურგს გერჰარდ შროდერი უმაგრებს,რომელიც მას შემდეგ რაც კანცლერობიდან წავიდა,გაზპრომის მიერ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა.კანცლერობის პერიოდში შროდერმა გერმანიის მხრიდან ’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ მხარდაჭერა უზრუნველყო.გერმანია კი რუსულ გაზზე დამოკიდებული გახადა.ბუნებრივია ’’ჩრდილოეთის ნაკადის’’ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ გერმანიის,ასევე საფრანგეთის,ასევე ფინეთის და ა.შ რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

    ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პროექტ ’’თეთრ ნაკადს’’.

    იგი ’’ნაბუკო’’სთან ერთად ერთმანეთის შემავსებელ,ერთობლივ ძალად განიხილება.’’თეთრი ნაკადის’’ იდეა უკრაინის ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს მიერ იქნა გახმოვანებული.აღნიშნული პროექტი კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებას,ასევე სამომავლოდ ცენტრალური ევროპის მომარაგებასაც ითვალისწინებს.ბუნებრივი აირი სუფსამდე(შავ ზღვამდე) ბაქო-თბილისი-ერზრუმის მეშვეობით(სამხრეთ კავკასიური გაზსადენი)მივა,საიდანაც მისი   რუმინეთში ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით,წყალქვეშა მილის მეშვეობით მოხდება.ანუ,პროექტი გულისხმობს კასპიის რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის სწრაფ და ეფექტურ ათვისებას. გაზსადენის მშენებლობა გეგმის მიხედვით 2015 უნდა დასრულდეს,მისი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 8 მლრდ.კუბ. მეტრი იქნება.მოგვიანებით ’’თეთრი ნაკადი’’ შესაძლოა ტრანსკასპიურ გაზსადენს დაუკავშირდეს.ამ შემთხვევაში გაზსადენის მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 24-32 მლრდ.კუბ.მეტრით გაიზრდება.

    აღსანიშნავია ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება: იანუკოვიჩის უკრაინის პირობებში ’’თეთრი ნაკადის’’ პროექტის სამომავლო პერსპექტივები გადასახედია.

    მთავარი დასკვნა,რომელიც მთელი თემის შიდა აზრში ტრიალებს,არის ის ,რომ ევროპამ უნდა მოახდინოს რაციონალური ენერგოპოლიტიკის წარმოება,რათა მისი ენერგეტიკული ბაზარი საბოლოოდ არ გადაიქცეს ’’გაზპრომის ტყვედ’’და არ გამართლდეს დღეს ერთი შეხედვით საკმაოდ ირონიული სიტყვები:  ’’ თუ ევროპამ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არ შეამცირა 2016 წლისათვის, მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში მომუშავე რუსები, მთელს ევროპას მკაცრ განაჩენს გამოუტანენ.
    “ცისფერ შუშიანი, პირამიდისებურად წაწვეტებული შენობა, გაზის გიგანტურ მონოპოლისტს, რუსულ “გაზპრომს” ეკუთვნის. სწორედ “გაზპრომის” თანამშრომლები 2016 წელს, ევროპის ჯალათები გახდებიან”, – აცხადებენ უცხოელი ექსპერტები.

     სტატია  აგებულია სხვადასხვა ინტერნეტ წყარების და სტატიების საფუძველზე.

    P.S ევროკავშირის მაგივრად ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია ტერმინი- ევროპა,არა მთლიანი ევროპის გაგებით ბუნებრივია.