ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება(DCFTA)


საქართველო იმყოფება ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მოსამზადებელ ეტაპზე. გაწეული დახმარება მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაწევას, ხარისხის მართვის გამართული  სისტემის შექმნას, რომელიც გააძლიერებს სასურსათო უსაფრხოების ხარისხს და დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას ინსტიტუციური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში.  საექსპორტო კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით ევროკავშირი ეხმარება საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების დაჩქარებაში.

    ევროკავშირსა და საქართველოს შორის რამოდენიმე შეთანმხებაა ხელმოწერილი. საქართველოს მიენიჭა, ასევე შეღავათიანი რეჟიმი, კონკრეტულად GSP +  ით ანუ პრეფერენციათა ზოგადი რეჟმით+  სარგებლობის უფლება, რაც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით გასვლის უფლებას ანიჭებს.

    ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხებში ურთიერთობა რეგულირდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანმხებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან.

    შესაძლო ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნა საქართველოს და ევროკავშირს შორის (DCFTA)

    ევროპის სამეზობლო პოლიტიკის  და მისი აღმოსავლეთის განზომილების ––
    აღმოსავლეთ პარტნიორობის – მიზნების შესაბამისად ევროკავშირი მზადაა ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში შექმნას ძალზე მნიშვნელოვანი  ,,ღრმა და ყოფლისმომცველი“ ვაჭრობის სივრცე საქართველოსთან  მას შემდეგ, რაც ამისთვის აუციელებელი პირობები იქნება დაკმაყოფილებული.

    2008 წელს  ევროკავშირსა და საქართველოს (რომელიც 2000 წლიდან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრია) შორის შესაძლო თავისუფალი  ვაჭრობის შესახებ საგანგებოდ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევამ აჩვენა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას  მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, მაგრამ საქართველო ჯერ არ არის მზად ასეთი შორს გამიზნული სავაჭრო ლიბერალიზებისთვის. ამ კვლევის შემდეგ, ევროკავშირმა წამოიწყო მოსამზადებელი პროცესი, რომლის მიზანი იყო, დახმარებოდა საქართველოს მოლაპარაკების დასაწყებად აუცილებელი პირობების დაკმაყოფილებაში და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფაში.

    ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ        შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა

    2009 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროკომისიის შეფასება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით. იგი ხაზს უსვამს ქმედებებს, რომელიც უნდა განახორციელოს საქართველოს  მთავრობამ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირმა გასცა.  ევროკავშირმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრიორიტეტულად ოთხი ძირითადი სფერო გამოყო, ეს სფეროებია: 1. ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები; 2. სურსათის უვნებლობა; 3.ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა; 4. კონკურენცია;

    სწორედ ამ ოთხ სფეროში საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით განახორციელა შემდეგი ქმედებები

    1.ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები: ამ სფეროში ძირითადი რეკომენდაციები იყო  სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის სფეროში სამთავრობო პროგრამის მმზადება, რომლის შემუშავება და დამტკიცება უკვე მოახერხა საქართველოს მთავრობამ. ასევე შემუშავებულია ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი ყოვლისმომცველი სტრატეგია.

    2.სურსათის უვნებლობა: უნდა მომზადებულიყო სურსათის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. კომისიის რეკომენდაცია იყო მომხდარიყო სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის შეჩერებული მუხლების ამოქმედების დაწყება, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და 2010 წლის 1 ივლისიდან დაიწყო საექსპორტო პროდუქციის კონტროლი.

    3.ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა: ევროკომისიის რეკომენდაცია იყო საქართველოს ბაზრის კვლევის დაწყება, რომელიც 2010 წლის გაზაფხულზე დასრულდა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად საქართველოს  მთავრობამ შეიმუშავა და მიიღო კანონი ”დიზაინის შესახებ”, რომელიც  შესაბამისობაშია ევროკომისიის რეგულაციებთან.

    4.კონკურენცია: ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად უნდა მომხდარიყო თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებელ ორგანოდ გარდაქმნა. აღნიშნული რეკომენდაცია შესრულებულია. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად უნდა მოხდეს კონკურენციის შესახებ ახალი კანონის შემუშავება, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.

    აღსანიშნავია, რომ  DCFTA სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველო მზად არის, რადგან ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი რეკომენდაციები, ყველა სფეროში, საქართველოს მთავრობამ შეასრულა და იმპლემენტაცია უკვე დაიწყო.

    ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2011 წლიდან დაიწყება და სავარაუდოდ 2 წლის ვადაში დასრულდება.

    Advertisements

    Posted on თებერვალი 18, 2011, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება(DCFTA).

    დისკუსია დახურულია.

    %d bloggers like this: