ევროკავშირ-საქართველოს შორის სავიზო საკითხებში თანამშრომლობა

 

2006 წლიდან, ევროკავშირმა გააფორმა ხელშეკრულებები სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე რუსეთთან, უკრაინასთან, ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან, სერბეთთან, მონტენეგროსთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან, ალბანეთთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან.

2009 წლის ნოემბერში ჩატარდა მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის ხელშეკრულებების თაობაზე. ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მობილურობის საკითხებში პარტნიორობის შესახებ, რომლის მიზანი იყო თანამშრომლობის განვითარება მიგრაციის პოლიტიკის ყველა ასპექტში.

საქართველო არის ერთ-ერთი ევროკავშირის მიერ 2009 წლის მაისში შექმნილი აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნიდან (აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებზე პრაღის უმაღლესი დონის შეხვედრის ერთობლივი დეკლარაცია, 2009 წლის 7 მაისი). აღმოსავლეთის თანამეგობრობის მიზანია ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება მის მეზობელ სახელმწიფოებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან, პარტნიორობის ფორმატში თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს სავიზო საკითხებთან დაკავშირებული თანამშრომლობა.

საქართველოსთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავიზო თანამშრომლობის სფერო. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის აუცილებელ სფეროებში, როგორიცაა საზღვრის დაცვა, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა, საქართველოში უკეთესი მდგომარეობა აღინიშნება, ვიდრე მაგალითად იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს უკვე აქვს გამარტივებული სავიზო რეჟიმი. (მოლდოვა,უკრაინა,რუსეთი) მაგალითისთვის: წარმატებით მიმდინარეობს საზღვრის დაცვის სფეროს რეფორმა, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა ადამიანით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ, შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა, საქართველო შეუერთდა რიგ ევროპულ და საერთაშორისო კონვენციებს, ასევე,იუსტიციის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ბიომეტრული პასპორტების დანერგვის საკითხზე და ა.შ.

სავიზო ბარიერების შემცირება ადამიანების დაახლოებასა და მოქალაქეების მთელიევროპის ტერიტორიაზე მგზავრობას და ურთიერთდაკავშირებას შეუწყობს ხელს. საქართველო უფრო მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ევროკავშირთან. საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივდება ევროკავშირის მოკლევადიანი ვიზებზე განაცხადების შეტანის პროცესი, პროცედურა უფრო სწრაფი გახდება, შემცირდება შესავსები დოკუმენტების რაოდენობა და სავიზო გადასახადი. სავიზო რეჟიმის გამარტივება, სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: – ვიზაზე განაცხადის წარდგენისას საჭირო დოკუმენტური დასაბუთების პირობების გამარტივება. – გრძელვადიანი მრავალჯერადი ვიზების გაცემა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისათვის, რომლებსაც ხშირად უწევთ მგზავრობა ევროკავშირში, მაგ. ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებისათვის. – სავიზო გადასახადის შემცირება 35 ევრომდე ყველა მოქალაქისათვის და გადასახდისაგან გათავისუფლება გარკვეული კატეგორიების, როგორებიცაა ბავშვები, ევროკავშირში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციების წევრები, და ა.შ. – მკაფიოდ განსაზღვრული ვადები სავიზო განაცხადის დამუშავებისათვის – დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა გათავისუფლება სავიზო ვალდებულებისაგან.

2010 წ. 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვოდ მცხოვრებ პირებს ეხება. “ამით რეადმისიის თაობაზე მოლაპარაკებები დასრულებულად გამოცხადდა”, სავარაუდოდ ყველა შემდგომი პროცედურა და შეთანხმების ძალაში შესვლა 2011 წლის გაზაფხულისთვის მოხდება.

მნიშვნალოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.(02, 12, 2010) აღნიშნული დოკუმენტი არა მხოლოდ შეიყვანს საქართველოს ერთიან საჰაერო სივცეში ევროპასთან, არამედ მისცემს საშუალებას ახალ ავიაკომპანიებს, შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე. შედეგად, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს საავიაციო ბაზარზე”. “ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ხელმომწერი ქვეყნები დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენენ.

“ერთიანი საჰაერო სივრცის” შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ამ სფეროში ხარისხის და მომსახურების ამაღლებას”.

Advertisements

Posted on February 17, 2011, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ევროკავშირ-საქართველოს შორის სავიზო საკითხებში თანამშრომლობა.

Comments are closed.

%d bloggers like this: