რა ენა წახდეს………

ხშირად ამბობენ ,თანამედროვე ქართულ რეალობაში,რომ ახალგაზრდებს მინიმალურად აწუხებთ,ის რაც ქვეყანაში ხდება,იცვლება,უფერულდება,ან პირიქით ახალ სახეს,ახალ სიცოცხლეს იძენს.ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალშისაცემია უფროსი თაობის წარმომადგენელთა მხრიდან. ზოგადად, ალბათ თაობათა შორის ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივიცაა,ახალგაზრდობა,ხომ ქვეყნის მომავალია,რომელიც ადრე თუ გვიან გადაიბარებს საკუთარი ქვეყნის მართვის სადავეებს,რიგი სირთულეებით,დაბრკოლებებით. ამიტომ კრიტიკა ჩვენი თაობის მისამართით სამართლიანიც კია,ქართველ ახალგაზრდებს ხომ ათმაგად,ასმაგად სჭირდებათ დაფიქრება,რომ წინამორბედთა შეცდომები,სულსწრაფობა,დაუფიქრებლობა მაგალითად გამოიყენონ. ახსოვდეთ და აღარ გაიმეორონ. მე ვაქვეყნებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთი ყველაზე გამორჩეული სტუდენტის,ანი დარახველიძის აზრებს,რომელიც იქნებ უფროსი თაობის ბევრ წარმომადგენელზე უკეთაც კი აცნობიერებდეს დღეს ქვეყანაში არსებულ რეალობას.

საბოლოოდ იმის თქმა მინდა,რომ  საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სწორედაც რომ ახალგაზრდა თაობის იმედი უნდა ჰქონდეს,რადგან ბევრი კრიტიკის მიუხედავად მათი უმრავლესობა რეალურად აცნობიერებს ქვეყნის წინაშე წამიჭრილ ურთულეს პრობლემებს….

ნანა ბერუაშვილი

*                               *                               *                                      *                              *

რა ენა წახდეს…….

ანი დარახველიძე

ღამე მართლაც მშვენიერია.ირგვლივ სიჩუმე.მხოლოდ ფოთლების შრიალი…და სუნი…რაღაც მშობლიური, ძალზედ ნაცნობი და საამო.  თუმცა დროთა სვლას ჩემი ქალაქისთვისაც დაეჩნია კვალი.იმ ქალაქისათვის,რომელშიც ყოველთვის რაღაც უცნაური ჟრუანტელი მივლიდა, გულს საამოდ გაჰქონდა ბრაგაბრუგი.ეს ის ქალაქი აღარაა რომელიც მიხმობდა,უნდოდა თავის გულის წიაღში ჩავეკარი.ნაცარტუტად ქცეულა ძველი დარდიმანდი.თითქოს ტიტანიკივით ჩაიძირა.აღარც ეს სუნი…. დაიკარგა სუნი-ენა და ეს ქალაქი ბაბილონს დაემსგავსა.ეს უკვე სულ სხვაა…. უცნობი.თითქოს ახალი და შესაძლოა მომიგოთ კიდეც,რომ ეს გარდაუვალია,რადგან ყველაფერი სხვაფერდება.

თუმცა ამ ’’არაჩვეულებრივ’’ ქართველს ის კი დავიწყნია,რომ ახალი არ იქმნება ძველის დაკნინებით,ნაცარტუტად ქცევით. ჰმ?! ახსნა მართლაც რთულია რაკიღა საქმე ასეთ ’’გონიერ’’ კაცთან გვაქვს.იმდენად გონიერთან,რომ აზვირთებულ ტალღებს გაატანა ის,რითაც გაჟღენთილია თითეული ხის ძირი. მტკვარი სისხლით შეიღება და წაიღო მთავარი-სული. ისევ ქართველმა ქართველი შესწირა ახალს. ახალი-მეთქი პირობითად ვამბობ,თორემ აბა რა სიახლეა?!წყალს შესაძლოა მართლაც გაატანო ის,რაც ცუდია,მაგრამ ჯერ მასში უნდა ჩაიხედო,საკუთარი თავი ამოიცნო,თორემ სხვაგვარად ყველაფერს აზრი ეკარგება.ან კი რა იყო ცუდი?! ის,რაც გონების სათქმელს ამბობს,რომ ქართველს ისევ ქართველი თუ იმსხვერპლებს?! ეს დიდი ხნის წინ ნათქვამი სიბრძნეა,რომელიც მე-13 საუკუნიდან გადმოგვცქერის.ეს რეალობაა,თანაც მწარე…მოკლა და…თან ისე,რომ არც კი მორიდებია ლახვარი ჩაესო ცნობიერებისათვის,რაც ყველაფრის გამაერთიანებელი და შემკრებია.ის ნერგი მოსპო,რაზეც უნდა აღმოცენებულიყო.ის რაღა ქართველია რუსთაველს-რუსტრაველს რომ უწოდებ,არ ეთაკილება ’’GRAND’’ საქართველო,ან კიდევ უარესი-ხაჭაპურის ბუტიკი.მომიტევეთ,მაგრამ ნამდვილად ვერ გამომირკვევია ეს რა დარდუბალაა?!იქნებ თქვენ უკეთ უწყოდეთ!ან შესაძლოა სრულებითაც ვცდებოდე,მართლაც აღარ იყოს საჭირო .. დავფლათ,დავასამაროთ და მივივიწყოთ ჩვენი ენა,ჩვენი მეობა დიახ,დავფლათ სამარეში.

მერე ამ ორგანიზმს ჭიები და მატლები შეესევიან…ოხ,რა ამაზრზენია.წარმოიდგინეთ სხეული,უფრო სწორად საკუთარი სხეული….მას რაღაც ღრნის…შენ კი გტკივა…უფროდაუფრო გამალებით.შენ კი არ შეგიძლია ეს ტკივილი მოიშორო,ხომ ცუდი განცდაა?!ამაზე ტყუილით ვეღარ მომიგებთ.ხანდახან დგება დრო როდესაც ამის ძალ-ღონეც აღარ შეგწევთ…. ახლა სწორედ ეს დროა.

მე კი ერთს შთაგაგონებთ,თუმც იმედი მაქვს თავხედობაში არ ჩამომართმევთ. ნუ დაფლავთ უდროოდ მიწაში….ცხოვრება ბევრად უფრო რთულია ,როცა მყარად არ დგახარ,იმ დროს როცა მიწა ფეხქვეშ  გეცლება.

…ის ქალაქი თქვენი მეოხებით აღარ არსებობს.სადღაც გაუჩინარდა….დასამარდა….აზვირთებულ ტალღებს შეერწყა.

…რთულია ბაბილონში ცხოვრება….ასე უსულდგმულოდ და ერთფეროვნად.

ანი დარახველიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.  

08.01.2010

პოლიტიკური პანფლეტი

Advertisements

Posted on თებერვალი 18, 2010, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. დათო ჭოჭუა

    ქართული ენა ძალიან ღრმა და მდიდარია. უბრალოდ, მის დიდ ნაწილს სამწუხაროდ არ იყენებენ, ამით ჩამოვრჩებით იგივე ინგლისელებს. გამსახურდიას და რობაქიძეს განსაკუთრებით იმიტომ ვცემ პატივს, რომ ძალიან ბევრი მივიწყებული სიტყვა წამოწიეს – მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ორივე ცოდავს და მკითხველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის გაუგებარი სიტყვების გამოყენება უყვარს…
    არა იმიტომ, რომ ჩვენი მშობლიური ენაა. რა შეედრება “პირგამეხებულს”? ან “მზითშემოსილს?” ან “თვალსხივოსანს?”

  2. პათოსი სწორია. ანი, ძალიან მტკივნეულ და აქტიურ საკითხს შეეხე. მადლობა, ძალიან საინტერესოა.

  3. dzalan aqtualuri da mtkivneuli temaa…dzalian mesiamovna ani.didi madloba.

%d bloggers like this: