კონფლიქტის ტრანსფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის

 2009 წლის 26-29 ნოემბერი

 მშვიდობა და უსაფრთხოება ის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია,რომელთა გარეშე ყოველგვარი განვითარება წარმოუდგენელია.

მსოფლიოს ხალხთა მრავალსაუკუნოვანი ისტორია მაგალითია იმისა,რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომი საბოლოო ჯამში მაინც არასოდესაა მომგებიანი…

ამ ღირებულებას ალბათ ყველაზე მეტად აფასებენ ისინი,ვინც უშუალოდ გამოსცადა საკუთარ თავზე,თუ რას ნიშნავს კონფლიქტში ცხოვრება,თუ რას ნიშნავს გინდოდეს მშვიდობა და სანაცვლოდ ომს გთავაზობდნენ,არავისთვის სასურველ ომს.

’’კონფლიქტის ტრანსფორმაცია რუსეთსა და საქართველოს შორის’’,სემინარი,რომელიც გაიმართა ბორჯომში,იყო მცირე,თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ყველა სახის გაფუჭებული და დაძაბული  ურთიერთობების ფონზე.

ქართველი ახალგაზრდა სოციალისტების და რუსი სოციალ დემოკრატების რამდენიმედღიანი თანამშრომლობა და მეგობრობა,არის ცალსახა დადასტურება იმისა,რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს,ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ,ყველაზე დიდი დაძაბულობის ფონზეც კი შესაძლებელია კომპრომისული გზების ძიებისკენ რეალური ნაბიჯები გადავდგათ.

რაც ყველაზე მთავარია,ჩვენ ერთმანეთი გავიცანით,როგორც ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლებმა,თუმცა ვითარების რეალურმა აღქმამ და გაცნობიერებამ მკაფიოდ დაგვანახვა ის გარემოება,რომ ყველა ქართველი აპრიორი ცუდი არაა და პირიქით,ყველა რუსი საქართველოს მტერი არაა. ჩვენ რამდენიმედღიანი თანაცხოვრების მანძილზე გვქონდა უამრავი ერთობლივად სააზროვნო ამოცანა.მათში წარმატებით თავის გართმევა საჭიროებდა როგორც საკუთარი ხედვების დაფიქსირებას,ისევე მეორე მხარის მონაწილეობას.ჩვენ შევძელით ერთმანეთის აზრების მოსმენა,პატივისცემა და რაც მთავარია ერთმანეთის ხედვების შეჯერებით საერთო კომპრომისული გზების ძიება.

წარმატებული პოლიტიკა წარმატებული პიროვნული ურთიერთობების ფონზე იქმნება.ისტორია ამის მრავალ მაგალითს ინახავს. დღევანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ამ ყველაფრის მკვეთრ დეფიციტს ვხედავთ.იმას რასაც აფუჭებენ პოლიტიკოსებიი დაუფიქრებელი ნაბიჯებით,მომავალ თაობას გასდევს ტვირთად და ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე,რომ დღეს,თანამედროვე მსოფლიოში შესაძლებელია იმ ქვეყანასთან დიალოგიც კი,ვისაც მტრად ვთვლით,რადგან უბრალო ხალხი არასოდესაა ერთმანეთის მტერი.ისინი არასწორი პოლიტიკის მსხვერპლი არიან ყველაზე ხშირად. თუნდაც ჩვენი მცირე სემინარის ფონზე,ნათლად უნდა გავაცნობიეროთ და გვჯეროდეს ის,რომ მტრობა,დაძაბულობა,მუდმივი ომის მდგომარეობაში ყოფნა,ეს არ არის ის,რისკენაც უნდა ვისწრაფვოდეთ ნებისმიერი ადამიანი,მსოფლიოს ყველა კუთხიდან.დღეს თითეული ჩვენგანის არჩევანი მშვიდობა,სტაბილურობა და განვითარება უნდა იყოს. ამის მზაობა დავინახეთ ჩვენი მეგობარი რუსი ახალგაზრდა სოციალ დემოკრატების მხრიდან და ამის დიდი სურვილი გვამოძრავებს ჩვენც.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სემინარის მიმდინარეობისას იყო,ის რომ მასში თავად რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა,მათ შორის ვიყავი მეც.მე სწორედ ერთერთი მათგანი ვარ,ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის აგრესიის მსხვერპლი გახდა.

ამის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში,რომ მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობაშია გამოსავალი ჩიხიდან და მხოლოდ ურთიერთგაგებაა საწინდარი უთანხმოებათა აღმოფხვრის.  იმ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ერთმანეთის მიერ დაშვებული შეცდომები ვაღიარეთ,მე მათ ვაპატიე,თუმცა მათი დანაშაული მხოლოდ იმაში მდგომარეობს,რომ რუსეთის მოქალაქეები არიან,ქვეყნისა,რომელმაც სამად გახლიჩა სუვერენული საქართველო.აღსანიშნავია ისიც რომ პირადად ახალგაზრდა რუსი სოციალ-დემოკრატები არასოდეს იწონებდნენ საკუთარი ხელისუფლების ასეთ მიდგომას საქართველოსადმი.

გავიდა სემინარისთვის განკუთვნილი დღეები და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით და სურვილით,რომ დადგება დღე როდესაც ერთმანეთს შევხვდებით არა როგორც აგრესორი ქვეყნის და მისი მსხვერპლის წარმომადგენლები,არამედ როგორც თანასწორი, თავისუფალი და განვითარებული ორი ქვეყნის წარმომადგენლები,მანამდე კი დიდი დროა და ჩვენი ურთიერთობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდება,მტრობის ფონზე მეგობრობა.

ნანა ბერუაშვილი

Advertisements

Posted on February 11, 2010, in პოლიტიკა, საზოგადოება. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ნანა, სრულად გეთანხმები იმაში, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს… ამას იმ პერიოდიდან ვაცნობიერებ, საიდანაც ჩემი გონებრივი აღქმა იწყება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ურთიერთობების დათბობას არანაირად არ უნდა შეეწიროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ…ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსი ერის საწინააღმდეგო მთელს ქართველობას არაფერი აქვს, უბრალოდ მათი ხელისუფლების ქსენოფობიური დამოკიდებულება იწვევს ჩვენი მხრიდან ესეთ მძაფრ რეაქციას, ისიც მხოლოდ რუსეთის “ორთავიანი არწივის” და მისი ყურმოჭრილი ქვეშემრდობებისადმი, რომელთაც ან დამოუკიდებელი აზროვნების უნარი დაკარგული ან შიშით, ან ბუნებისგან დაჩაგრულობის გამო…

  2. რა თქმა უნდა,თუმცა გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსახლეობის განწყობაზე არასწორად მიწოდებული ინფორმაცია,ქართველებისადმი ზიზღის მომცველი პოლიტიკა და ა.შ 😉

  3. “achvenet es chanaceri msoflios da omi agar iqneba”. mshvidoba msoflio xalxis ocneba iko uxsovari droidan da ocnebad rcheba 21 saukuneshic!!!

  4. nanaaaa getanxmebi, rus axalgazrdebtan am shexvedram ki kidev ertxel damarwmunaa! 🙂

  5. მადლობაა სალომეეე,ძალიან საყვარელი ხააარ :*

%d bloggers like this: