ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

შესავალი

დღევანდელი ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიაზე ძვ.წ.-ისპირველ ათასწლეულში არსებობდა ებრაული სახელმწიფოები.ებრაელების განდევნა იერუსალიმიდან მოხდა ახ.წ. 70 წელს რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებული იერუსალიმის ტიტუსის მიერ აღებისა და მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ. იმპერატორ ადრიანეს დროს ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნების ნება დართეს.მათი მორიგი აჯანყების შემდეგ კი,135 წელს,რომაელებმა ქალაქი დაანგრიეს და ებრაელებს იქ ცხოვრება აუკრძალეს.მაგრამ დანარჩენი პალესტინის ტერიტორიიდან ისინი არ გაუძევებიათ.ქვეყნიდან,რომელსაც ამიერიდან სახელად პალესტინა დაუმკვიდრდა,ებრაელების გასვლა ნელი და ნებაყოფლობითი იყო.

ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში ებრაელთა აბსოლუტური უმრავლესობა დიასპორაში ცხოვრობდა(’’გალუთ’’-ში),ხოლო მეორე ნაწილი ცხოვრობდა ძველ სამშობლოშიც. მეშვიდე საუკუნეში სამხრეთიდან მოსულმა მუსლიმმა არაბებმა ბიზანტიას წაართვეს პალესტინა,სადაც ძირითადი სალაპარაკო ენა იყო ’’ხალხური ბერძნული’’.(კოინე)ისევე,როგორც არაბების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტორიებზე,მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის არაბებთან შერევა. მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების მანძილზე მოსახლეობა პალესტინაში არაბულენოვანი გახდა.

იერუსალიმის აღების შემდეგ (638) არაბებმა ებრაელებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ ქალაქში,სადაც მათ რომაელები/ბიზანტიელები ძალიან დიდი ხნის მაძილზე დასახლების უფლებას არ აძლევდნენ. 1432 წელს ესპანეთიდან დევნილი და ოსმალეთის იმპერიას შეკედლებული ებრაელების ერთი ნაწილიც მეთექვსმეტე საუკუნიდან იერუსალიმში დამკვიდრდა,მას შემდეგ რაც ოსმალეთმა დაიპყრო პალესტინა.(1516)ებრაელთა მცირე ჯგუფების მოძრაობა ოსმალური პალესტინის მიმართულებით განუწყვეტელი პროცესი იყო.

’’გალუთში’’ მცხოვრები ებრაელების უდიდესი ნაწილი ინარჩუნებდა მამა-პაპათა რელიგიას.მათ იცოდნენ,თუ სადაა ებრაელების ნამდვილი სამშობლო,ამიტომ იერუსალიმში(რომლის სინონიმი იყო სიონი) დაბრუნების იდეა ებრაელებში არასოდეს კვდებოდა.

ებრაელებს შუა საუკუნეების ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში ჩაგრავდნენ(იმდროინდელი კათოლიციზმი და ინკვიზიცია ადანაშაულებდა ებრაელებს ქრისტეს ჯვარცმაში). სწორედაც ეს ჩაგვრა აიძულებდათ ებრაელებს თემად შეკრული ყოფილიყვნენ.(მაგ: ვენეციაში-’’გეტო’’)

შუასაუკუნეების ისლამურ ქვეყნებში ებრაელობა ბევრად უფრო უკეთ გრძნობდა თავს,ვიდრე დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქრისტიანულ სამეფოებში.(ისლამი ძირითადად სჯულშემწყნარებელია ’’წიგნის ხალხის’’ მიმართ)

სიონიზმის წარმოშობა და პირველი წარმატებები

1881 წელი გარკვეული ათვლის წერტილია პალესტინაში ევროპელი ებრაელების იმიგრაციისა და ერთდროულად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებისთვისაც. ამ წლის 1 მარტს რადიკალური ორგანიზაცია ნაროდნაია ვოლიას ტერორისტული აქტის შედეგად მოკლულ იქნა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე. იმის საბაბით,რომ ნაროდნაია ვოლიას წევრებს შორის ებრაელებიც იყვნენ,რუსეთში დაიწყო ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ებრაელთა რბევა.ამან უბიძგა ბევრ ებრაელს,რომელიც რუსეთის იმპერიაში ცხოვრობდა,გეზი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ,აშშ სკენ და ასევე იერუსალიმისკენ აეღოთ.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ევროპაში გაძლიერებულმა ანტისემიტიზმმა უბიძგა ევროპის ებრაელთა წრეებს დაეწყოთ სერიოზული მსჯელობა თუ სად შეიძლებოდა შექმნილიყო ებრაული სახლემწიფო.

საუბარი იყო უგანდაზე,იემენზეც კი.თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობოდა დაბრუნებას შორეული წინაპრების მიწაზე-პალესტინაში,რომელიც ებრაელებისთვის იყო სიონი.

სიონიზმის,როგორც ებრაელთა ეროვნული მოძრაობის დაფუძნება მოხდა 1897 წელს ქალაქ ბაზელში ჩატარებულ პირველ სიონისტურ კონგრესზე,რომლის მოწვევის ინიციატორი იყო თეოდორ ჰერცლი.1896 წელს ჰერცლმა თავის წიგნში ’’სახელმწიფო ებრაელთათვის’’ დახატა პალესტინაში მომავალი ებრაული ქვეყნის სურათი.მისი ოცნება,რომ ნახევარ საუკუნეში ასეთი სახელმწიფო შეიქმნებოდა,ნამდვილად ახდა.

პალესტინაში ებრაელთა მასობრივ იმიგრაციას(’’ალიას’’)ესაჭიროებოდა ეკონომიკური და იურიდიული ბაზა.

ეკონომიკური ბაზა მალევე შეიქმნა.ბევრი მდიდარი ებრაელი დათანხმდა გაეღო თანხა.მაგალითად:1901 წელს შექმნილმა მიწის ფონდმა პალესტინაში შეიძინა 96 000 ჰექტარი მიწა,რაც ებრაელი ხალხის განუყოფელ ქონებად ითვლება.

მეოცე საუკუნის ებრაელთა იმიგრაციამ პალესტინაში იმატა.პალესტინაში არსდებოდა კიბუცები.ებრაელთა რეპატრიარციის რეალური იურუდიული საფუძველი გახდა ბალფურის დეკლარაცია,სადაც ბრიტანეთის მთავრობა აცხადებდა მხარდაჭერას სიონისტური მიზნებისთვის.

1917 წლიდან დიდი ბრიტანეთი პალესტინაში ფაქტობრივად მართავდა ’’ მტრის ოკუპირებულ ტერიტორიას’’, 1922-1947 წლებში ეს იყო ერთა ლიგის მანდატით ბრიტანეთისთვის სამართავად გადაცემული ტერიტორია.

პალესტინის გაყოფის გეგმები და შედეგები.

დიდი ბრიტანეთი.

ბრიტანეთის მთავრობამ სპეციალური კომისია შექმნა ლორდ რობერტ პილის თავმჯდომარეობით,რომელმაც თავის ’’თეთრ წიგნში’’(1937) მდგომარეობის განსამუხტავად შესთავაზა მანდატის დსრულება,პალესტინაში არაბული და ებრაული მოსახლეობის გამიჯვნა ინგლისის კონტროლქვეს დასატოვებელი მომცრო ზონით და სამანდატო ტერიტორიის მომზადება იქ ორი-ებრაული და არაბული სახელმწიფოს შესაქმნელად.

პილის კომისიის წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის,განსაკუთრებით არაბებისთვის,თუმცა მათ ლონდონი პალესტინის ტერიტორიის 60 პროცენტზე მეტს სთავაზობდა.არაბები მთელ პალესტინას მოითხოვდნენ.

1939 წლის თებერვალ-მართში გამართული სენტ ჯეიმსის კონფერენციამაც არ გამოიღო შედეგი.ბრიტანული წინადადება ამჯერად უკვე ებრაელებისათვის აღმოჩნდა მიურებელი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 1939 წლის მაისში გამოაქვეყნა მორიგი ’’თეთრი წიგნი’’,რომელმაც სენტ ჯეიზის კონფერენციაზე წარდგენილი თავისი გეგმა გამოამზეურა.საბოლოო მიზნად იქნა გამოცხადებული დამოუკიდებელი ერთიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა,ხოლო მიმდინარე ამოცანად-ებრაული იმიგრაციის ისე შეზღუდვა(ხუთი წლის განმავლობაში არა უმეტეს 75 000 ისა),რომ ებრაელთა რაოდენოდას ქვეყნის საერთო მოსახლეობის ერთი მესამედისათვის არ გადაეჭარბებინა.ებრაელების მიერ მიწის შესყოდვა ზოგ რაიონში აიკრძალა,ზოგგან კი შეიზღუდა.

ლონდონის გეგმამ ერთის მხრივ გარკვეულწილად დააკმაყოფილა პალესტინის არაბები,ხოლო მეორეს მხრივ ’’თეთრმა წიგნმა’’ სიონისტების დიდი აღშფოთება გამოიწვია.მიუხედავად 1939 წელს შემოღებული შეზღუდვებისა,მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგაც პალესტინაში გრძელდებოდა ებრაელთა არალეგალური იმიგრაცია.

პროგრესული სამყარო მაქსიმალურ თანაგრძნობას გამოხატავდა ებრაელი ხალხის მიმართ,რომელმაც ნაცისტური ანტისემიტისტური პოლიტიკის გამო დაკარგა ექვს მილიონამდე ადამიანი.

1947 წლის თებერვალში ბრიტანეთმა აღიარა,რომ მანდატი პალესტინაზე და მისი ვალდებულებები აღებული პალესტინის ორი თემის მიმართ,პრაქტიკულად შეუსრულებადი გახდა.

პალესტინის გაყოფის გეგმა გაეროს მიხედვით.

1947 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 181(1),რომლითაც რეკომენდაცია მისცა პალესტინის ორ სახელმწიფოდ გაყოფას,იერუსალიმის კი ცალკე რაიონად გამოყოფას.

გაეროს რეზოლუციის თანახმად ,ებრაულ სახელმწიფოს რჩებოდა სამანდატო პალესტინის ტერიტორიის(იერუსალიმის გარეშე) 56,47 პროცენტი,სადაც ცხოვრობდა 498 ათასი ებრაელი და 325 ათასი არაბი.

არაბულ სახელმწიფოს უნდა დარჩენოდა სამანდატო პალესტინის ტერიტორიის(იერუსალიმის გარეშე)43,53 პროცენტი ,სადაც ცხოვრობდა 807 ათასი არაბი და ათი ათასი ებრაელი.

რაც შეეხება იერუსალიმის რეგიონს:ეს ტერიტორია საერთაშორისო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა.

ებრაელებმა პალესტნის გაყოფის გეგმა მიიღეს.(თუმცა სიონისტ ლიდერებს მთლიან პალესტინაზე ჰქონდათ პრეტენზია)

არაბებმა კი პალესტინის გაყოფის გეგმა არ მიიღეს.

ნათელი იყო რომ მორიგება არაბებსა და ებრაელებს შორის შეუძლებელია.ორივე მხარე გამალებით იარაღდებოდა,იქმნებოდა გამაგრებული ადგილები..

უკვე 1948 წლის დასაწყისიდან დაიწყო თემთაშორისი შეტაკებები,საგრძნობი მსხვერპლით.

მოსალოდნელი იყო ომი გარედან ინტერვენციით,მით უმეტეს,რომ პალესტინის გაყოფის კონკრეტული მექანიზმი არ შემუშავებულა და არავინ იღებდა პასუხისმგებლობას ამ მტკივნეულ საკითხზე.ასეთ პირობებში ამერიკისა და ბრიტანეთის მთავრობებმა გადაწყვიტეს შეეჩერებინათ პალესტინის გაყოფის რეზოლუციის ამოქმედება და გაეროს სხდომაზე დააყენეს ეს წინადადება.

მაგრამ საბჭოთა კავშირმა და მისმა სატელიტებმა ყველაფერი იღონეს,რათა გაეროს ვერ მიეღო ეს წინადადება და ძალაში დარჩენილიყო 1947 წლის 181 რეზოლუცია. 1948 წლის 14 მაისს ებრაულმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ისრაელი დაირქვა სახელად.უკვე 15 მაისს კი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო არაბული ქვეყნების ლიგამ(ეგვიპტე,სირია,ლიბანი,ერაყი,ტრანსიორდანია)

1967 წელს ისრაელმა გამოიარა ექვსდღიანი ომი.ეს ომი ეგვიპტემ წამოიწყო,შემდეგ სირია და ლიბანიც ჩაერთო,თუმცა ექვსდღიან ომში გამარჟვება ისრაელს ხვდა წილად.ამ ომის შედეგები იყო ის,რომ იერუსალიმის საძღვრები აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გაფართოვდა 70,2 კილომეტრ კვადრატით.ამ ფართობზე ისრაელის ხელთ არსებულ და დასავლეთ იერუსალიმთან ერთად ’’ერთიანი იერუსალიმი’’ შეიქმნა.

ისრაელმა გამოიარა იომ-ქიფურის ომიც,რომელიც ისევ ეგვიპტის არმიის მიერ დაიწყო.ისრაელმა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ყველაზე საინტერესო ფაქტი ის გახლავთ,რომ ორივე მხარე ამ ომში თავს გამარჯვებულად თვლიდა. ეგვიპტელებისთვის და ზოგადად არაბებისთვის,ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო,რომ მათ პირველად დაინახეს გაქცეული ისრაელელი ჯარისკაცები.

1978 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ჯიმი კარტერის შუამავლობით კემპ-დევიდში ჩატარდა მოლაპარაკება,ხოლო 1979 წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად,ისრაელმა რამდენიმე ეტაპად გაათავისუფლა სინას ნახევარკუნძული.აღდგენილ იქნა ეგვიპტესთან 1948 წლამდე არსებული საზღვარი. სინას ნახევარკუნძული დემილიტარიზებულ იქნა,იქ გაეროს ცისფეჩაფხუტიანთა კონტიგენტი ჩააყენეს.

ეგვიპტემ,პირველმა არაბული ქვეყნებიდან,ცნო ისრაელის სახელმწიფო და სრული დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მასთან.

ეგვიპტესა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარებამ პრაქტიკულად შექმნა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პრეცედენტი ფორმულით-’’მიწა მშვიდობის სანაცვლოდ’’

1993 წლის 13 სექტემბერს ვაშინგტონში ხელმოწერილ იქნა ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ’’დეკლარაცია’’ პალესტინის საშუალედო თვითმმართველობის მოწყობის პრინციპების შესახებ.ამ მოლაპარაკებას წინ უძღვოდა რიგი ხანგრძლივი ფარული მოლაპარაკებები ქალაქ ოსლოში,რის გამოც ამ შეთანხმებას ოსლოს შეთანხმებას უწოდებენ.

დეკლარაციის მიზანი იყო პალესტინის დროებითი თვითმმართველობის ადმინისტრაციის ჩამოყალიბება და ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის დაწესება,რომლის შედეგად უნდა შექმნილიყო პალესტინის სახელმწიფო.

2000 წლის აგვისტოში პრეზიდენტ კლინტონის შუამავლობით ქემპ დევიდში ჩატარდა მოლაპარაკება(როგორც შემდეგ გაირკვა საკმაოდ მოუმზადებელი)ამ შეხვედრაზე მხარეები ვერ მივიდნენ ტერიტორიულ კომპრომისამდე.ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა,მის ჩაშლას კი მოჰყვა 2000 წლის სექტემბერში დაწყებული პალესტინურია აჯანყება,რომელიც ძალადობასა და სასტიკ ტერორიზმში გადაიზარდა.

ამას მოსდევდა ისრაელის არმიის მხრიდან მკაცრი საპასუხო ზომების გატარება.

ოსლოს პროცესი ჩაკვდა.

ისრაელისა და პალესტინელების ტერიტორიული კონფლიქტის მოწესრიგების კიდევ ერთ ცდას წარმოადგენდა ე.წ ’’ კვარტეტის’’ (აშშ,რუსეთი,ევროკავშირი,გაერო)მიერ შემუშავებული გეგმა,რომელსაც ’’საგზაო რუკა’’ეწოდა.ეს გეგმა ოფიციალურად 2003 წლის 29 აპრილს იქნა წარმოდგენილი.ის გულისხმობდა 2005 წლამდე პალესტინის არაბული სახელმწიფოს შექმნას,ზოგიერთი წინასწარი პირობის დაცვით:პალესტინის მხარეს მოეთხოვებოდა ტერორიზმის აღმოფხვრა,თავისუფალი არჩევნებისა და პოლიტიკური რეფორმების ჩატარება,კონსტიტუციის შემქნა. ისრაელის მხარეს კი: სამხედრო ნაწილების გაყვანა პალესტინის ტერიტორიიდან,უკანონოდ დაარსებული ფორპოსტების მოშლა და საახალშენო საქმიანობის შეწყვეტა.

პალესტინის ადმინისტრაციამ განაცხადა,რომ შენიშვნების გარეშე ღებულობს ’’საგზაო რუკას’’ მაგრამ რადიკალურმა პალესტინურმა ორგანიზაციებმა,რომლებიც ისრაელის არსებობის უფლებასაც კი არ ცნობენ,უპირველესად კი ჰამასმა,ეს გეგმა უარყვეს,როგორც დათმობა ისრაელისათვის. თავისი ტერორისტული საქმიანობის გაგრძელებით კი ისინი მშვიდობიანი კომპრომისის მიღწევის ამ ცდასაც ძირს უთხრიდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა,რომელიც ადრე არც მალავდა,რომ რალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგია,ამჯობინა ’’საგზაო რუკისთვის’’ მხარი დაეჭირა.

’’საგზაო რუკის’’განხორციელება დასახულ დროში ვერ მოხერხდა,თუმცა მისი იდეები მთლად არ მომკვდარა.

2007 წელს განახლდადასავლეთის ძალისხმევა ისრაელ-პალესტინის პრობლემის დასარეგულირებლად. ამერიკის ქალაქ ანაპოლისში ჩატარებული არაბულ-ისრაელური სამიტი აშშ ს პრეზიდენტის მონაწილეობით,დამთავრდა მორიგი მოწოდებით მხარეების მორიგებისაკენ,ამჯერად 2008 წლის ბოლომდე. 2007 წლის ბოლოს პარიზში ჩატარდა მსოფლიოს პოტენციური დონორების კონფერენცია,რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ეკონომიკურად დაეხმარონ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

გამოცდილება გვკარნახობს,რომ ეს მცდელობაც შესაძლებელია ’’კეთილ განზრახვად’’ დარჩეს,მაგრამ ორივე მხარეს არსებობენ პრაგმატულად მოაზროვნე ლიდერები,რომლებიც ხვდებიან,რომ უსასრულო კონფრონტაციას სადღაც აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი.

თუ კი ისრაელის ელიტა და საზოგადოება მონახავს ძალას და შეწყვეტს საახალშენო საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე,კომპრომისის მეტი შანსი შეიძლება წარმოიშვას..

ჰამასის ტერორისტული საქმიანობა კი უდიდეს პრობლემად რჩება.

ახლო აღმოსავლეთი

სივრცე,ხალხი და პოლიტიკა

რევაზ გაჩეჩილაძე

Advertisements

Posted on February 7, 2010, in პოლიტიკა. Bookmark the permalink. Comments Off on ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი.

Comments are closed.

%d bloggers like this: