ევროკავშირ-nato ს ურთიერთობები

ევროკავშირის შექმნისთანავე არსებობა მცდელობა მის პოლიტიკურ კავშირად ჩამოყალიბების კუთხითაც,რასაც მოწმობს 50 იან წლებში პლევენის გეგმა,60 იან წლებში ფუშეს კომიტეტის შექმნა,70 იან წლებში ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობის ფორუმი,თუმცა ყველა ეს ნაბიჯი წარუმატებლად დამთავრდა,90 იან წლებამდე გადაწყვეტილების მისაღებად და განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტებისა და მექანიზმების არარსებობის გამო და ასევე ნეოფუნქციონალისტური მიდგომის გავლენით.
ევროკავშირზე,როგორც პოლიტიკურ აქტორზე საუბარი იწყება ბუნებრივია 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებიდან,როდესაც გადაწყდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება.შემდეგ კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი ამ კუთხით 1996 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება იყო,რომლის შემდეგ შემოღებულ იქნა საერთო სტრატეგია,როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი.(მანამდე 1992 წლიდან არსებობდა ერთობლივი ქმედებების და საერთო პოზიციის შემამუშავებელი მექანიზმები),შემოიღეს ეგრეთწოდებული კონსტრუქციული თავშეკავების პრინციპი,ასევე 1999 წლიდან მოქმედებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი.პოლიტიკური გადაწყვეტილებების განსახორციელებლად იქმნება ’’ტროიკა’’.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან 1998 წლის სენტ მალოს შეხვედრით გადასვლა მოხდა ევროპის თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებისკენ.მომდევნო ნაბიჯები იყო ასევე:კიოლნის,ჰელსინკის,სანტა მარია დე ფეირას ევროპული საბჭოები.
მოკლედ ამ შეხვედრების მიზანი:დროა ევროპამ შესაბამისი როლი ითამაშოს საერთაშორისო არენაზე,ამ მიზნით გადაწყდა სამხედრო შტაბების,კომიტეტების,სამხედრო ძალების შექმნა,ასევე 50-60 000 კაციანი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2003 წლისთვის.(მოვალეობა-პეტერსბერგის ამოცანების შესრულება)ასევე უნდა შექმნილიყო 5 000 პოლიციელი კრიზისული სიტუაციების დასაძლევად. ამ საბჭოების შემდეგ ჩამოყალიბდა ევროპის უუსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა,რომელიც ფორმალურად ნიცის ხელშეკრულებაში გაფორმდა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირ-ნატოს ურთიერთობას: უნდა ითქვას ,რომ ნატომ ევროპისთვის ბევრი გააკეთა 1949 წლიდან მოყოლებული.უშუალოდ ევროკავშირთან კი ალიანსის ურთიერთობა თანამშრომლობის ჩარჩოში უნდა განვიხილოთ,თუ ფარული კონკურენციის,საინტერესო საკითხია.ფაქტია:ცივი ომის შემდეგ,ნატოს ტრანსფორმაციის ნაწილს წარმოადგენდა ’’ევროპისთვის თვალის დევნება’’ და მისი საგარეო,ასევე თავდაცვის პოლიტიკის ნატოს ფარგლებში განვითარება.1990 წლის ნატოს ლონდონის სამიტზე აღნიშნულ იქნა,რომ დროა ევროპის ქვეყნების პასუხისმგებლობა გაიზარდოს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში,თუმცა ეს უნდა გაკეთდეს ალიანსის ფარგლებს შიგნით,რაც ყველაზე მთავარია. ამას მოწმობს თუნდაც ბართლომეს ტელეგრამა(აშშ-1991 წ),რომელში აღნიშნულია,რომ ევროპული თავდაცვა ნატოს გარეშე შეუძლებელია,ევროპის თავდაცვის სვეტი შესაძლოა ნატოს ფარგლებში განვითარდეს.
1994 წელს ბრიუსელის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება,რომ ნატო მზად იყო საკუთარი კოლექტიური ინსტრუმენტები მიეცა გამოსაყენებლად დასავლეთ ევროპის კავშირისთვის ევროპული ოპერაციების განსახორციელებლად.დეკ ი 1992 წლიდან ასრულებდა კავშირის თავდაცვის ორგანოოს ფუნქციას.(პეტერსბერგის ამოცანები.1996 წლის ამსტერდამის ხელშეკრულების შემდეგ დეკ ი ევროკავშირის სტრუქტურებს შეერწყა.) ამ სამიტზე ცხადი გახდა Common Joint Task Forces კონცეფცია,რომლის პრინციპი იყო-’’ გაყოფადი,მაგრამ განუყოფელი.’’ ანუ აშშ ს ექნებოდა საშუალება არ მიეღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში,ხოლო ევროპას შეეძლებოდა ნატოს სამხედრო ინსტრუმენტების გამოყენება.როგორც ხედავთ აშშ ს ჭკვიანური ხედვა ჰქონდა.იგი თავიდან იცილებდა არასასურველ ოპერაციებს,და ევროპას საშუალებას აძლევდა, აშშ სთან დამოკიდებულების ხარჯზე, განევითარებინა საკუთარი თავდაცვის იდენტობა.
1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე მიღებულ იქნა ზომები,რომ ევროპის თავდაცვის იდენტობა გაღრმავებულიყო ნატოს შიგნით.
2002 წელს მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღებული,ბერლინი + შეთანხმება. იგი ეყრდნობოდა იგივე პრინციპებს,რომელიც გაფორმდა 1992 წელს ნატოს და დეკ ს შორის.
ბერლინი + შეთანხმების პრინციპები:
ევროკავშირს შეეძლო ნატოს ოპერაციული დაგეგმვის საშუალებებში შეღწევა.
ევროკავშირისთვის ხელმისაწვდომია ნატოს ძალები,იარაღი და ა.შ.
როგორც ვხედავთ ნატო-ევროკავშირს შორის ასეთი ტიპის თანამშრომლობის ფორმა ადრე თუ გვიან მაინც გამოიწვევს კონკურენციის წარმოქმნას.ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით,როდესაც მსოფლიო ჰეგემონის სათავეებს აშშ იმტკიცებდა,ევროპა კი დასუსტებული გახლდათ,დღეს ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. ევროკავშირი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ევროპაში,არამედ გლობალური მასშტაბით.როდესაც ევროპას აქვს მთავარი + ფული,მას აქვს ასევე ამბიცია გახდეს ანგარიშგასაწევი არა მხოლოდ ეკონომიკური აქტორი,არამედ ასევე პოლიტიკურიც. მიუხედავად იმისა,რომ ინტერგავემენტალიზმსა და სუპრანაციონალიზმს შორის ისევ მძაფრი დიქოტომიაა,ეროვნულ ინტერესთა დაპირისპირებაც სახეზეა,მაინც,ამ ყველაფრის მიუხედავად ,ევროპას ნამდვილად შესწევს ძალა ცალკე პოლიტიკურ,რეალურ ანგარიშგასაწევ აქტორად იქცეს საბოლოოდ!
დღეს სახეზე გვყავს ერთიანი ევროპის პირველი პრეზიდენტი და პირველი დიპლომატი…
ისიც ფაქტია,რომ ჯერ ევროპა ბოლომდე შეჯერებული არაა ამ საკითხებში,მაგრამ მუდმივი წინსვლის მოლოდინი და შესაძლებლობა ნამდვილად არის!

ნანა ბერუაშვილი

Advertisements

Posted on იანვარი 27, 2010, in პოლიტიკა and tagged . Bookmark the permalink. Comments Off on ევროკავშირ-nato ს ურთიერთობები.

დისკუსია დახურულია.

%d bloggers like this: