G-Dragon – K-პოპის მეფე

ess

შემდეგი არტისტი, რომელსაც ჩემს ბლოგს ვუძღვნი გახლავთ G-Dragon, რომლის მასშტაბებზე საუბარს ვიკიპედიიდან გადმოთარგმნილი პირველი აბზაცით დავიწყებ და სრულიად საკმარისია, იმისთვის, რომ მიხვდეთ GD ს მნიშვნელობას და გავლენას აზიის მუსიკალურ, კულტურულ, მოდის სფეროებზე, მის მილიონობით ფანზე და  ზოგადად ახალგაზრდა თაობაზე.

This is my small tribute to the king of K-Pop, one and only G-Dragon.

Love and support from Georgia!

gd2

30 წლის კვეონ ჯი იონი, სასცენო სახელით G-Dragon, სამხრეთ კორეელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი, პროდუსერი, მეწარმე და მოდის აიქონია. არაერთი ტოპ სინგლის ავტორობამ  და შესრულებამ,  რომელიც ყოველთვის ჩარტების მოწინავე პოზიციებს იკავებდა, ასევე შთამბეჭდავმა სასცენო იმიჯმა, მას K-პოპის მეფის ტიტული მოუტანა.

ის არამხოლოდ კარგი რეპერია, არამედ კარგი ვოკალისტიც. მისი მუსიკალური ჟანრები აერთიანებს Hip hop, K-pop, Dance-pop და R&B ს.

G-Dragon ი 12 წლის ასაკიდან 6 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეულ მუსიკალურ სააგენტო  YG Entertainment ში გადიოდა ტრენინგებს, ხოლო 2006 წლიდან ჯგუფ  Big Bang ის დებიუტის შემდეგ მისი წევრია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ჯგუფი გახდა.  მისი პირველი სოლო ალბომი „Heartbreaker“  2009 წელს გამოვიდა და მუსიკოსს დიდ კომერციულ წარმატებასთან ერთად Mnet Asian Music Awards ზე წლის ალბომის ტიტულიც მოუტანა.  2012 წელს გამოშვებული მისი პირველი EP  სახელწოდებით „One of a Kind“  კრიტიკოსების მხრიდან დადებითად შეფასდა და საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი გახდა კორეელ სოლისტებს შორის. მან მოხსნა პირველი ალბომის რეკორდიც და 2013 წლის Seoul Music Awards ზე წლის ალბომის ტიტული მიიღო.

2013 წელს G-Dragon მა პირველი მსოფლიო ტური გამართა, როგორც სოლო არტისტმა და პირველი სამხრეთ კორეელი არტისტი გახდა, რომელმაც იაპონიის უზარმაზარი არენები დაიპყრო.

იგი  2013 წლის Mnet Asian Music Awards ზე წლის არტისტის ტიტულითაც დაჯილდოვდა, მისი მომდევნო ალბომის  Coup d’Etat (2013) ის წარმატებების კვალდაკვალ.

2017 წელს საერთაშორისო საკონცერტო ტურნე „Act III: M.O.T.T.E World Tour“, გახდა ყველაზე დიდი ტური, მათ შორის რაც  ოდესმე რომელიმე  კორეელი სოლო არტისტის მიერ გამართულა.  G-Dragon, რომელიც ფართო მასის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც უდიდესი ზეგავლენის მქონე არტისტი ახალგაზრდულ კულტურაზე, 2016 წელს ჟურნალ ფორბსის მიერ 30 წელს ქვემოთ მყოფ ყველაზე გავლენიან ახალგაზრდად  დასახელდა მთელი აზიის გართობისა და სპორტის სფეროში. 3G-Dragon ი არა მხოლოდ ასრულებს სიმღერებს, არამედ თავადაც წერს და პროდუსერია, როგორც მისი ბენდისთვის, ასევე ცალკეული წევრებისთვისაც. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მის მიერ, ან მისი თანაავტორობით  დაწერილი  23 სიმღერა მოხვდა  Gaon Digital Chart  ის პირველ ადგილზე, რომელიც   Billboard Hot 100 ის ექვივალენტია აზიაში

c8e37ed456fcefc8455fa3cb3d398804

G-Dragon და მოდურობა. იგი უპირატესობას ფემინური ჩაცმის სტილს ანიჭებს და მშვენივრად ირგებს ყველაფერს თხელი და დახვეწილი ფიგურის წყალობით. მან კაცი აიდოლის სტერეოტიპული ვიზუალი პირველად ჩააყენა გამოწვევის წინაშე მასკულინურობისა და ფემინურობის მისეული უნიკალური ნაზავით.

a77f543f3e3d2d9b4d59a41c2b334a98G-Dragon იყო Vogue ს, ELLE ს და უამრავი სხვა მოდური ჟურნალის  გარეკანზე, მას ნახავთ კარლ ლაგერფელდთან ერთად,  რადგან ისინი მეგობრობენ, შანელის ბრენდისადმი  მისი დიდი  სიყვარულიც  ცნობილია.

2016 წელს GD მ საკუთარი ბრენდიც დააანონსა, სახელწოდებით  – PeaceMinusOne.

და ყველაზე მნიშვნელოვანი, – მისი თმა. G-Dragon ს უამრავჯერ აქვს თმის ფერი და ვარცხნილობის სტილი შეცვლილი. სცენაზე მას ნახავთ როგორც წითელ, ასევე ნარინჯისფერ, ყვითელ, ქერა, მწვანე და კიდევ უამრავი ფერის თმაში და ის ცვლილებებს შესანიშნავად იხდენს.

4

ამჟამად მომღერალი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის და აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას  აღარ ეწევა. 2019 წლის ბოლოს უამრავი ფანი მოუთმენლად ელოდება მის დაბრუნებას დიდ სცენაზე.

 

© ნანა ბერუაშვილი

Nana Beruashvili

 

 

Advertisements

მე ყოველთვის მმართავდა დეპრესიისა და არასრულფასოვნების შეგრძნებები

SKOREA-ENTERTAINMENT-SINGER-DEATH

დიდი ხანია ბლოგპოსტი აღარ დამიწერია. ჩემი ბოლო ბლოგი დევიდ ბოუის ეძღვნებოდა.

დღეს კი კიმ ჯონჰიუნზე დავწერ, სამხრეთ კორეელ პოპ აიდოლზე, რომელმაც სიცოცხლე 2017 წლის 18 დეკემბერს თვითმკვლელობით დაასრულა.

Jonghyun-770x470

ჯონჰიუნი 27 წლის იყო. მისმა სიკვდილმა ერთგვარი შოკი გამოიწვია სამხრეთ კორეაში (და არა მარტო) და საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრა ახალგაზრდების მენტალურ მდგომარეობაზე.

მომღერლის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით მისმა ფანებმაც დაასრულეს, როგორც სამხრეთ კორეული მედია იტყობინებოდა მათი რიცხვი ათეულობით იყო და სამხრეთ კორეის ფარგლებს სცდებოდა, ცნობები მოდიოდა სუიციდის შესახებ ინდონეზიიდან, ტაილანდიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან, ჩილედან, აშშდან.

jjjj

კიმ ჯონჰიუნი თინეიჯერობის ასაკიდან მუსიკით ცხოვრობდა, მან სკოლა მეათე კლასში მიატოვა, რათა მუსიკალური კარიერა გაეგრძელებინა. 2008 წელს ჯგუფ SHINee ს დებიუტიდან თითქმის ათი წლის მანძილზე მისი წამყვანი ვოკალისტი იყო. პარალელურად მას საკუთარი, წარმატებული სოლო კარიერაც ქონდა. ჯონჰიუნის სიმღერები გამოირჩეოდა მელანქოლიური, დეპრესიული ლირიკებით, ხოლო მისი ხმა – ღრმა, სევდიანი და რბილი ტემბრით.

წარმატების და უამრავი ფანის სიყვარულის მიუხედავად მომღერალს მუდმივად სტანჯავდა დეპრესია.

“მე ყოველთვის მმართავდა დეპრესიისა და არასრულფასოვნების შეგრძნებები, ” აღნიშნავდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

სუიციდამდე მან ერთ-ერთ მეგობარს წერილი გაუგზავნა, სადაც ხსნიდა დეპრესიის მიზეზებს, რომლებიც მის ცხოვრებას გაუსაძლისს ხდიდა. მომღერალი წერდა, რომ მას არ აურჩევია საზოგადოების მეთვალყურეობის და დიდების ქვეშ ცხოვრება. ის გატეხილი იყო შიგნიდან და ამას ვერაფერს უხერხებდა. ის ეძებდა პასუხებს იმაზე თუ რატომ სტკიოდა, თუმცა პასუხები ისედაც ცხადი იყო. ყველაფერი თავად მის გამო და მისგან გამომდინარე ხდებოდა, იმიტომ, რომ ის ასეთი და ამ გზით დაიბადა. ექიმები კი მხოლოდ კითხვებს სხვამდნენ, საზოგადოება კითხვებსაც არ სვამდა. მისი არავის ესმოდა.

350e8455e84ab1e3abd83b429f815cfb

წერილი ინტერნეტში ჯონჰიუნის გარდაცვალების შემდეგ მალევე გამოქვეყნდა.

გთავაზობთ ინგლისურენოვან ვერსიას:

JONGHYUN’S LETTER

———————————–

I’m broken on the inside.

The depression that slowly gnawed away at me eventually devoured me.

I couldn’t overcome it.

I hated myself. I resolved to hold on to memories and shouted at myself to come to my senses, but there was no answer.

If there is no way to relieve stifling breath, it’s better to just stop.

I asked who can be responsible for me.

It’s only you.

I was utterly alone.

It’s easy to say you’re going to end things.

It’s hard to actually end things.

I lived with that difficulty this whole time.

You told me that I wanted to escape.

That’s right. I wanted to escape.

From me.

From you.

You asked who is over there. I said it was me. I said it was me again. And I said it was me again.

I asked why I keep forgetting my memories. You told me it was because of my personality. I see. I see that everything is my fault in the end.

I hoped that people would notice but nobody knew. You never met me so of course you would not know I was there.

You asked why I live. Just because. Just because. Everyone just lives just because.

If you ask why people die, they would probably say it’s because they’re exhausted.

I suffered and agonized about it. I never learned how to turn this pain into happiness.

Pain is just pain.

I tried to push myself past it.

Why? Why am I keeping myself from putting an end to it all?

I was told to search for the reason why it hurts.

I know all too well. I’m hurting because of me. It’s all my fault, because I was born this way.

Doctor, is this what you wanted to hear?

No. I didn’t do anything wrong.

When you told me in that calm voice that it’s because of my personality, I thought how easy it must be to be a doctor.

It’s almost fascinating, that it hurts this much. People that have it harder than me seem to get along just fine. People weaker than me get along just fine. But that must not be true. Among the people in this world, no one has it harder than me, and no one is weaker than me.

But I still tried to live.

I asked myself why I had to do so hundreds of times, and it was never for me. It was for you.

I wanted to do something for me.

Please stop telling me things you don’t understand.

You tell me to figure out why I’m having a hard time. I told you several times why. Am I not allowed to be this sad just for those reasons? Does it have to be more specific and dramatic? Do I need to have better reasons?

I already told you. Were you even listening? Things you can overcome don’t remain as scars.

I guess I was not meant to confront the world.

I guess I was not meant to lead a life in the public eye.

That’s why it was hard. Confronting the world, and being in the public eye. Why did I make those decisions. It’s ridiculous.

It’s great that I even made it this far.

What more can I say. Just tell me I did well.

Tell me I did well enough and that I went through a lot.

Even if you can’t smile while sending me off, don’t say it’s my fault.

You did well.

You really went through a lot.

Goodbye.

 

დევიდ ბოუი: ცვლილებების რელსებზე

savage_01_0

 “My whole professional life is an act…

I slip from one guise to another very easily.”

უამრავ მუსიკოსს აქვს გაყიდული გაცილებით მრავალრიცხოვანი ალბომი, ისევე, როგორც უამრავი მუსიკოსის ნამუშევარი გაცილებით ხშირად გამხდარა # 1 ჰიტი  და მათ იმაზე მეტი ფანი ჰყოლიათ, ვიდრე დევიდ ბოუის, თუმცა ბევრ  მუსიკოსს არ მოუხდენია იმხელა გავლენა ერთდროულად სოციალური, კულტურული და მუსიკალური ცხოვრების მრავალ მიმართულებაზე, როგორიც დევიდ ბოუიმ მოახდინა.

This is my small tribute to the legendary David Bowie,  who was a wonderful musician, an influential style icon, an amazing actor and a true original of our time. 

Author: Nana Beruashvili, 2016

საზოგადოაბაში, რომელიც სივრცეს არ უტოვებს პიროვნებას ინდივიდუალიზმისა და ორიგინალურობისათვის, მან გაარღვია საზღვრები, იპოვა გზები და საკუთარი ინტერპრეტაციით, კრეატიულად წარმოაჩინა, ის რაც შემდგომში უამრავმა ადამიანმა გაიგო, გაითავისა და შეიყვარა. მისი მუსიკალური შემოქმედების კონცეფცია წარმოსახვით, გამოგონებულ სამყაროს და რეალობას შორის კავშირის არაპირდაპირი გზებით ძიებაა.

დევიდ ბოუი იქცა არა მხოლოდ ექსტრაორდინალურ გამომგონებლად, არამედ ცვლილებების სახედ. მას როგორც მუსიკოსს, როგორც სოციო-კულტურული გარდაქმნების ბიძგის მიმცემს, აქტუალურობა სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს. ის იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, რომელმაც გავლენა მოახდინა არაერთ მიმდინარეობაზე,   გლამ როკიდან, გოთიკ როკის, პანკ როკის, სოულის, დისკოს, პოპის და ა.შ ჩათვლით, არამედ მან განსაზღვრა და ჩამოაყალიბა საკუთარი  მოდური სტილი. ბოუის მრავალფეროვანმა და ექსტრავაგანტულმა სასცენო იმიჯმა, მისმა ელეგანტურობამ და კრეატიულობამ შთააგონა ისეთი დიზაინერები, როგორებიცაა ჟან პოლ გოტიე, ალექსანდრ მაქქუინი და ა.შ

მან   წარუშლელი კვალი დატოვა კულტურაზე, განსაკუთრებით გენდერის და სექსუალობის საკითხების კუთხით. ანდროგენულობას მის კარიერაში, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ის იყო სადღაც შუა ზღვარზე, არც ჰომოსექსუალის, არც ტრადიციული ორიენტაციის მქონეს შორის, თუმცა მისთვის ბისექსუალის წოდებაც ბოლომდე მართებული არ იქნებოდა. ის იყო გაცილებით შორს და სხვა რელსებზე. საკუთარი წარმოსახვით შექმნილ ფენტეზი სამყაროში, რომლიდანაც არ გამოდიოდა. როგორც იაპონელი დიზაინერი იამამოტო ამბობდა: „მას მოსწონდა დევიდ ბოუისთვის სამოსის შექმნა, რადგან ის არ იყო არც ქალი, არც კაცი.“  და სწორედაც, იმიჯი, რომლითაც დევიდ ბოუი თავდაპირველად გახდა პოპულარული, იყო სრულიად უცნაური, იდუმალი, უცხოპლანეტური, თუმცა სახიფათოდ მაცდური.

 

ის დაეხმრა ადამიანებს აღმოეჩინათ და წარმოეჩინათ თავი ახალ სოციო-კულტურულ სივრცეებში.  უცნაური, იზოლირებული კაცი სხვა პლანეტიდან „Ziggy Stardust“ ერთგვარი ნიმუში და საკულტო ფენომენი გახდა.  როგორც ბოუი, „Ziggy“ ს პერსონაც უცხოპლანეტელი იყო, გრძელ თმით, ანდროგენული იმიჯით და მაკიაჟით. თუმცა უკიდურესი „აუთსაიდერის“ სტატუსმა იგი პირიქით ბევრი თინეიჯერისთვის, ასევე ზრდასრულისთვის მისაბაძ იდეალად აქცია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც საზოგადოებრივი ცხოვრების მეინსტრიმ მიმართულებებისგან მოწყვეტილი და იგნორირებული იყო. ის გახდა ერთგვარი მესია, რომელმაც გაიზიარა, მიიღო და შეიყვარა ყველა, ვინც ტრადიციულმა კულტურამ გარიყა. ხოლო მისმა კინოგმირმა, გობლინების მეფე ჯარეტმა, ფილმიდან ლაბირინთი (1986),  ხელი შეუწყო და ჩამოაყალიბა ხედვა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა  სექსუალობისა და გენდერის დანახვა. ჯარეტის პერსონაჟი ბევრისთვის გახდა სექსუალური გამოღვიძების ინსპირაცია.

კარიერის მანძილზე არასდროს შეუწყვეტია განახლება. მისი მუსიკალური ალტერ ეგოები იცვლებოდა  „Ziggy Stardust“ (1972) ის ანდროგენული, უცხოპლანეტური იმიჯიდან  – “Aladdin Sane”(1973) მდე,  “Halloween Jack”(1974) იდან – “Thin White Duke” (1976) მდე და ა.შ.   მას საკუთარი სტილის  გარდაქმნა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია.

სამყაროში, სადაც ორიგინალურობა და ექსტრავაგანტულობა ერთობ დეფიციტურია, სადაც  მიმბაძველობა, გამეორება, ერთგვარად მიღებული ნორმაა, დევიდ ბოუის არ ეშინოდა ყოფილიყო საკუთარი თავი და შეექმნა, დაეკავებინა სრულიად ახალი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშა. ის იყო იმიჯის, სტილის, ნამდვილი ქამელეონი და ხედვის, მუსიკალური მიმდინარეობების  ინოვატორი. ის იყო მეამბოხე, რომელმაც დაგვანახვა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ და არა ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა რომ ვიყოთ. მან გვასწავლა, როგორ უნდა გამოვხატოთ პროტესტი  ხელოვნების მეშვეობით იმ სისტემისადმი, რომელიც არ გვიღებს.

 

მასალა მომზადებულია სხვადახვა უცხოური გამოცემის სტატიაზე,

ინტერვიუზე და დევიდ ბოუის ფანების ჩანაწერებზე დაყრდნობით.

ნანა ბერუაშვილი, 2016

 

სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ 4motivi.com ზე 

ცვლილებების რელსებზე: დევიდ ბოუი